რეგიონებიRSS კატეგორიაიმერეთი

Soplidan.ge-ს სერვისი სექტემბრიდან ქუთაისში იქნება ხელმისაწვდომი

0
გაზიარება

თითქმის 7 წელია აგრო-სასურსათო პროდუქტის ონლაინ გაყიდვების ვებგვერდი Soplidan.ge თბილისში მაცხოვრებლებს ნატურალური სოფლის პროდუქტით ამარაგებს, მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი, იგი ქუთაისის მასშტაბითაც იქნება ხელმისაწვდომი.

Soplidan.ge-ს დამფუძნებელმა ნათია ნინიკელაშვილმა Bm.ge-სთან განმარტა, რომ მათ 400-მდე ფერმერი სხვადასხვა სახის ნატურალურ პროდუქტებს აწვდის, რაც მოქალაქეებამდე Soplidan.ge-ს მიაქვს.

„GITA-ს 100 000-ლარიანი გრანტი მოვიგეთ. ეს არის საპილოტე რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროექტი, რომელიც რეგიონში დამატებითი დოვლათის შექმნას გულისხმობს. Soplidan.ge -ს კონცეფცია არის ხიდი სოფელსა და ქალაქს შორის, რომელიც ერთი მხრივ ფერმერს საშუალებას აძლევს თავისი პროდუქტი მარტივად გაყიდოს და მეორე მხრივ, მომხმარებელმა ეს ნატურალური პროდუქტი შეიძინოს. საქართველოს ყველა რეგიონიდან დაახლოებით 400-მდე ფერმერია ჩვენი მომწოდებელი. ჩამოგვაქვს ის პროდუქტი, რაც ყველაზე კარგია, მაგალითად იმერეთიდან ყველი, კახეთიდან ზეთი. მოკლედ 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტია ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი და 10 000 მომხმარებელი გვყავს.

სექტემბრიდან თბილისის მოსახლეობას ქუთაისის მოსახლეობაც დაემატება. პროექტი უკვე ჩაშვებულია და ქუთაისში გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება. ქუთაისშიც გვექნება საწყობი, სადაც პროდუქტი მოგროვდება და იქიდან ქუთაისის მოსახლეობაზე განაწილდება”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მომსახურებას, ნათია ნინიკელაშვილმა თქვა, რომ პროდუქტი 11 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და აღნიშნული ქვეყნების რიგს წელს აშშ-იც შეემატა.

“საქართველოდან ფოსტასთან ვთანამშრომლობთ და სახმელეთო გადაზიდვების პროექტით შესაძლებელია, რომ ევროპის 10 ქვეყანაში მოხვდეს ჩვენი პროდუქტი, მათ შორისაა: იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი.  წელს დავამატეთ ამერიკაც. იქიდან გვწერენ და ჩვენ ვუგზავნით”, – განაცხადა Soplidan.ge-ს დამფუძნებელმა, ნათია ნინიკელაშვილმა.

წყარო : ბიზნეს მედია

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!