ბიზნესიდღის სიახლეებიპარტნირებირეპორტაჟები

სტომატოლოგიური კლინიკები წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის წევრები გახდნენ

0
გაზიარება

TV მონიტორინგისა და კომპანია წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელმა  ახალი პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა, თბილისში გამართა. მაია ტატულაშვილმა სტომატოლოგიური მომსახურების კლინიკების წარმომადგენლებს გააცნო, თუ როგორ უნდა გახდნენ პარტნიორები და რა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი ასოციაციაციის წევრობის შემთხვევაში.

შეხვედრის შემდეგ, კლინიკების ხელმძღვანელებმა ასოციაციაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ შეთავაზებები მათი საქმიანობის პოპულარიზაციასა და თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

პროექტის მიზანს წარმატებული ქართული ბიზნესის გაერთიანება, მათი მედია მხარდაჭერა, გაყიდვების ზრდაში დახმარება და ერთიანი სპეციალური შეთავაზებების შექმნა წარმოადგენს.

ასევე, როგორც კომპანიის მმართველი ამბობს მოხდება ერთი მილიონი მომხმარებლის გაერთიანება, რომელშიც შევლენ პარტნიორი კომპანიების თანამშრომლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მათთვის სპეციალური ფასდაკლების ბარათები დამზადდება, რომლის გამოყენებასაც ისინი ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიების პროდუქციასა და სერვისებზე შეძლებენ.

No description available.

არსებული ფასდაკლებები და აქციები განთავსდება პროდუქციის კატალოგში – Salesnews.ge-ზე.

ასოციაციაში გაწევრიანება ნებისმიერ ბიზნესის მფლობელს შეუძლია. სურვილის შემთხვევაში სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ რომელიც Geobusinessnews.com-ზეა.

„გავაცანით მათ ჩვენი პროექტის შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ბიზნესების გაერთიანება. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან, თუმცა ამ შეხვედრის დროს გამოიკვეთა ის საჭიროებები, რაც მათ სჭირდებათ იმისათვის, რომ უფრო მეტად წარმატებულები იყვნენ“, – განაცხადა TV მონიტორინგისა და კომპანია წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელმა მაია ტატულაშვილმა.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა, ირინა ბერკაცაშვილმა აღნიშნა, რომ ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ, ორგანიზაციაში ვერ მოხვდებიან ისეთი კლინიკები, რომელთა ხარისხიც არ იქნება სტანდარტებისთვის შესაბამისი:

„ჯანდაცვის ლიგა პირობას დებს, რომ აღნიშნულ ასოციაციაში ვერ გაწევრიანდება ისეთი კლინიკა, რომლის ხარისხიც ჩვენი ორგანიზაციისთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნება. ჩვენ მივალთ თითოეულ კლინიკაში და  მოხდება მათი შემოწმება, თუ რამდენად ექვემდებარებიან რეგულაციებს. ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს იმ კლინიკებს, რომლებიც შესთავაზებენ მათ მაღალ სერივსს.” 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!