აუზიდღის სიახლეებიმედიცინაპარტნირებირეპორტაჟებისაინტერესო სიახლეები

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო და სამკურნალო პროცედურების სამყარო

0
გაზიარება

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ეს არის ადგილი, სადაც მიწის ზედაპირიდან  ექვსი სახეობის მინერალური გოგირდოვანი წყალი ამოედინება, თითოეული მათგანი კი სხვადასხვა შემცველობის, განსხვავებული მინერალებისა და ტემპერატურისაა.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ერთ სივრცეში აერთიანებს: სამედიცინო-დიაგნოსტიკური და სამკურნალო – სარეაბილიტაციო მიმართულებებს, ბალნეოთერაპიას და სპა-გამაჯანსაღებელი პროცედურებს, რაც ნიშნავს, იმას რომ მომხმარებლებს შეუძლია, როგორც სამედიცინო, ისე სარელაქსაციო პროცედურებით ისარგებლონ

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გთავაზობთ :

  • მინერალური გოგირდის წყლის აბაზანებს;
  • ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახისა და პარაფინის აპლიკაციებს;
  • წყალქვეშა და მშრალ გაჭიმვებს;
  • გამაჯანსაღებელ და სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროცედურებს, როგორიცაა მინერალური/გოგირდოვანი წყლის აბაზანები, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო მასაჟები;

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, სალომე ყვავილაშვილი GeobussinesNews.com-თან თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის დაარსების ისტორიაზე და მის უპირატესობებზე საუბრობს

თბილისის დაარსების ისტორია იმ მინერალურ გოგირდოვან წლებს უკავშირდება, რომელიც თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მიწის ზედაპირიდან ამოედინება. კურორტის პროექტი 1934 წელს მიხეილ ზანდუკელმა შეიმუშავა და იგი მსოფლიოს იმ იშვიათ კურორტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ისტორია და გამოცდილება მრავალ წელს ითვლის, ბალნეოლოგიურმა კურორტმა ფუნქციონირება 1938 წელიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ თბილისის ბალნეოლოგიური სპაკურორტი ბადენ-ბადენთან, კარლოვი ვართან და ბუდაპეშტთან ერთად, მეოთხე ქალაქია, სადაც როგორც გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო, ისე სამკურნალო პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი. ყოველდღიურად შეგვიძლია 300 ადამიანს ვუმასპინძლოთ.

ბალნეოლოგიურ კურორტს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, ჩვენი წამყვანი სამკურნალო ფაქტორი გახლავთ თერმულ-გოგირდოვანი მინერალური წყლები, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახი ფიზიოთერაპიული ფაქტორებით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცედურები მაქსიმალურად მდიდარია მინერალებითა და სამკურნალო თვისებებით. შესაბამისად, შედეგიც უნიკალურია. მაღალი ხარისხის შენარჩუნება, საუკეთესო სერვისი და მომხმარებლის ნდობის გამართლება კი ჩვენი მთავარი მიზნია“ –  სალომე ყვავილაშვილი

1998 წელს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. დაწესებულება აღჭურვილია უახლესი აპარატურით, ასევე კომპლექსში ფუნქციონირებს ველნეს სპა მიმართულება. რამდენიმე წლის წინ კი დაიწყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც  შენობა პირველადი იერსახით აღდგა : შენარჩუნებულია ბერძნულ-რომაული სტილისტიკური მახასიათებლები, გრძელი კოლონებით და მარმარილოთი მოპირკეთებული სივრცეებით.

კურორტი მუდმივი პროგრესის პროცესშია, დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და ამბიციური პროექტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!