საკუთარი სამყაროს მოწყობა ხელოვნების ინდუსტრიაში მეტად რთულია. დაიმკვიდო თავი, შექმნა ახალი, ინოვაციური და ყველასთვის მოსაწონი პროდუქტი, 21-ე საუკუნეში ასოცირდება თავდაუზოგავ შრომასთან… გზა შემოქმედებით სამყაროში მეტად რთული აღმოჩნდა ერთ-ერთი ქართველი დიზაინერი – ანუკი არეშიძისთვის. მოდელობით დაწყებულმა კარიერამ არამხოლოდ პროფესიული განვითარება არგუნა წილად, არამედ სიყვარული და ოჯახი, რომელიც ყურადრების გარეშე არასდროს რჩება. არ არის მარტივი, იყო ქართველი ფეხბურთელისა და პოლიტიკოსის, კახი კალაძის ცოლი, გყავდეს 4 შვილი და საზოგადოების ყურადრებას მაინც შენი შემოქმედება იპყრობდეს.
ANOUKI-ის ბრენდის სამოსი მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე ყოველთვის ღირსეულ და ნაყოფიერ როლს ასრულებს, ამის შემდეგ მის სამოსში გამოწყობილ უამრავ ცნობილ სახეს ვხვდებით. მათ შორის, კრისტი ტეიგენი, ცნობილი ამერიკელი მოდელი და ტელეწამყვანი ელენის შოუში ანუკი არეშიძის კაბით გამოჩნდა. აგრეთვე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, ილონ მასკის დედა, მეი მასკი, 2018 წლის საკრუიზო კოლექციიდან ატმისფერი კაბით გვევლინება, შეი მიტჩელის საყვარელი მანტოც ხომ ანუკის შემოდგომა-ზამთრის 2019 წლის კოლექციიდან არის. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის ინფლუენსერი ჰეილი ბიბერი ანუკის ტყავის შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი, მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივიდა. ეს იმ მცირე ჩამონათვალია, ვინც ანუკის ბრენდის სამოსის სურნელი შეიგრძნო და მისი შემოქმედება იზიარა.
ანუკის კარიერა სწორედ მილანში, ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტებში დაიწყო. ის სწავლობდა „istituto marangoni”-სა და “academia del lusso”-ში. ცხოვრების თანამგზავრიც სწორედ მილანში გაიცნო. ბრენდის ჩამოყალიბება და მისი საზღვარგარეთ გატანა მთავარ ოცნებად ჰქონდა და ეს ყველაფერი ცხოვრების მიზნად აქცია. გაზაფხული,ზაფხული, შემოდგომა, ზამთრის კოლექციები ნელ-ნელა იპყრობდა ჯერ საქართველოს და შემდეგ უკვე მსოფლიოს. ანუკი სამოსმა ყველას აღფრთოვანება დაიმსახურა. მან შექმნა ბრენდი „ANOUKI“, რომლის Browns ერთ-ერთი ექსკლუზიური სავაჭრო ქსელია, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაარსდა და მსოფლიო წამყვან ბრენდებს საზოგადოებას სთავაზობს, სწორედაც, რომ მის რჩეულ ბრენდებში ანუკი არეშიძის ბრენდი მთავარ როლს იკავებდა.
დიდი შრომის მიუხედავად ანუკი ცდილობს იყოს კარგი მეუღლე და ღირსელი დედა. სწორედაც, რომ 2022 წელს მან გადაწყვიტა საკუთარი ცხობრება გაუზიაროს საზოგადოებასა და თავისი ცხოვრება გახადოს მაგალითი იმ ქალებისთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდებათ მოტივაცია. შექმმა Youtube არხი და საკუთარი ვლოგებით გვიზიარებს ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, ყოველდღიურ რუტინასა და პროფესიულ საქმიანობას.