საქართველოს სასტუმროები ევროპის სასტუმროებს შორის გამორჩეული და ერთ-ერთი მოწინავეა, რომლის ხარისხის ამაღლებაზეც ერთად ზრუნავენ კომპანიები „თენო“ და „თმასი“.
„თენო’’ სხვადასხვა სახის ტექსტილს, თეთრეულს, ფარდებს, ბალიშებსა და საბნებს აწარმოებს. კომპანია ორიენტირებულია ძირითადად სასტუმროების მომსახურებაზე, მაგრამ ხშირად ემსახურებიან რესტორნებსა და საავადმყოფოებსაც.
„თმასი“ კი 20 წელზე მეტია თმის ცვენის საწინააღმდეგო და გამაჯანსაღებელ მაღალი ხარისხის შამპუნებს აწარმოებს. ასევე, აქვს დერმატოლოგიური ხაზი, ესთეტიკური კოსმეტოლოგია და პერმამენტული მაკიაჟი.
„თმასისა“ და ‘თენოს“ ერთობლივი პროექტით კომპანიები სასტუმროებს მაღალხარისხიან შამპუნებს, ბალზამებსა და სხვა სასტუმროებისათვის საჭირო პროდუქციას სთავაზობს.
მაღალი ხარისხის გარდა, პროდუქცია გამოირჩევა იდეით, რომელსაც ის ატარებს. მოგეხსენებათ, პლასტმასის ბოთლები გამოყენების შემდეგ ძირითადად ბუნებაში ხვდება. აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას კი „თენო“ და „თმასი“ შამპუნების ბოთლებით ცდილობენ, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა, განსხვავებით სასტუმროებში გავრცელებული პატარა ბოთლებისა. შამპუნის დაცლის შემთხვევაში მოხდება მისი ჩამატება. კომპანიებმა იფიქრეს დისკომფორტზეც, რომელიც შესაძლოა მრავალჯერ გამოყენებულმა ბოთლმა შექმნას და გადაწყვიტეს თითოეული ბოთლი დაბეჭდილი იყოს ინდივიდუალურად სასტუმროებისთვის, სასტუმროს ლოგოთი და წარწერით, რომელიც სტუმრებს აუხსნის ბოთლის დატვირთვას და გამოიწვევს მათში სოციალურ პასუხისმგებლობის ამაღლებას.
„თენოს“ დამფუძნებელმა ნონა ხუბულურმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ შამპუნები გამოირჩევა ხარისხითა და ფასით, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის.
„ჩვენ სასტუმროებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის შამპუნებსა და ბალზამებს. აღსანიშნავია, რომ შეთავაზება იქნება მაქსიმალურად ინდივიდუალური და სასტუმროს ინტერესებზე მორგებული. მოლაპარაკებების პროცესში ვიზიარებთ მათ სურვილებს და ვაწვდით მათ შესაბამისი ხარისხის შამპუნებს. „თმასი“ სხვა კომპანიებისგან გამოირჩევა ხარისხით, რომელსაც ათასობით მადლიერი პაციენტი ადასტურებს წლების განმავლობაში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებასაც. თუ აქამდე მსგავსი პროდუქცია თურქეთიდან, ჩინეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან შემოგვქონდა, ახლა უკვე ადგილობრივს შევთავაზებთ, რომელიც ხარისხით ბევრად აღემატება. ჩვენი მიზანია მოხმარებიდან ამოვიღოთ შამპუნის პატარა პლასტმასის ბოთლები, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია. გვსურს ჩვენი შამპუნების შეფუთვა არ იყოს დამაზიანებელი ბუნებისთვის და იყოს მოსახერხებელი მომხმარებლისთვის.“
„თმასის“ შამპუნების შეტანა სასტუმროებში უკვე დაწყებულია და მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მაღალ ხარიასხიანი პროდუქცია კი ქართულ სასტუმროებს მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გაუთქვამს სახელს.
სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე