ბიზნესიპარტნირებისასტუმროებიქართული წარმოება

თენოსა და თმასის შამპუნების შეტანა სასტუმროებში დაიწყო

0
გაზიარება

საქართველოს სასტუმროები ევროპის სასტუმროებს შორის გამორჩეული და ერთ-ერთი მოწინავეა, რომლის ხარისხის ამაღლებაზეც ერთად ზრუნავენ კომპანიები „თენო“ და „თმასი“.

თენო’’ სხვადასხვა სახის ტექსტილს, თეთრეულს, ფარდებს, ბალიშებსა და საბნებს აწარმოებს. კომპანია ორიენტირებულია ძირითადად სასტუმროების მომსახურებაზე, მაგრამ ხშირად ემსახურებიან რესტორნებსა და საავადმყოფოებსაც.

„თმასი“ კი 20 წელზე მეტია თმის ცვენის საწინააღმდეგო და გამაჯანსაღებელ მაღალი ხარისხის შამპუნებს აწარმოებს. ასევე, აქვს დერმატოლოგიური ხაზი, ესთეტიკური კოსმეტოლოგია და პერმამენტული მაკიაჟი.

„თმასისა“ და ‘თენოს“ ერთობლივი პროექტით კომპანიები სასტუმროებს მაღალხარისხიან შამპუნებს, ბალზამებსა და სხვა სასტუმროებისათვის საჭირო  პროდუქციას სთავაზობს.

მაღალი ხარისხის გარდა,  პროდუქცია გამოირჩევა იდეით, რომელსაც ის ატარებს. მოგეხსენებათ, პლასტმასის ბოთლები გამოყენების შემდეგ ძირითადად ბუნებაში ხვდება. აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას კი „თენო“ და „თმასი“ შამპუნების ბოთლებით ცდილობენ, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა, განსხვავებით სასტუმროებში გავრცელებული პატარა ბოთლებისა. შამპუნის დაცლის შემთხვევაში მოხდება მისი ჩამატება. კომპანიებმა იფიქრეს დისკომფორტზეც, რომელიც შესაძლოა მრავალჯერ გამოყენებულმა ბოთლმა შექმნას და გადაწყვიტეს თითოეული ბოთლი დაბეჭდილი იყოს ინდივიდუალურად სასტუმროებისთვის, სასტუმროს ლოგოთი და წარწერით, რომელიც სტუმრებს აუხსნის ბოთლის დატვირთვას და გამოიწვევს მათში სოციალურ პასუხისმგებლობის ამაღლებას.

„თენოს“  დამფუძნებელმა ნონა ხუბულურმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ შამპუნები გამოირჩევა ხარისხითა და ფასით, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის.

„ჩვენ სასტუმროებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის შამპუნებსა და ბალზამებს. აღსანიშნავია, რომ შეთავაზება იქნება მაქსიმალურად ინდივიდუალური და სასტუმროს ინტერესებზე მორგებული. მოლაპარაკებების პროცესში ვიზიარებთ მათ სურვილებს და ვაწვდით მათ შესაბამისი ხარისხის შამპუნებს. „თმასი“ სხვა კომპანიებისგან გამოირჩევა ხარისხით, რომელსაც ათასობით მადლიერი პაციენტი ადასტურებს წლების განმავლობაში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებასაც. თუ აქამდე მსგავსი პროდუქცია თურქეთიდან, ჩინეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან შემოგვქონდა, ახლა უკვე ადგილობრივს შევთავაზებთ, რომელიც ხარისხით ბევრად აღემატება. ჩვენი მიზანია მოხმარებიდან ამოვიღოთ შამპუნის პატარა პლასტმასის ბოთლები, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია. გვსურს ჩვენი შამპუნების შეფუთვა არ იყოს დამაზიანებელი ბუნებისთვის და იყოს მოსახერხებელი მომხმარებლისთვის.“

 

„თმასის“ შამპუნების შეტანა სასტუმროებში უკვე დაწყებულია და მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მაღალ ხარიასხიანი პროდუქცია კი ქართულ სასტუმროებს მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გაუთქვამს სახელს.

 

სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე

 

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  24 მაისს Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა "ბიზნეს სამიტი 2023", რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ 400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!