დღის სიახლეებისიახლეები

Tesla მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდების სიაში პირველ ადგილზეა

0
გაზიარება

Tesla მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდების ლიდერია Brand Finance-ის მონაცემების მიხედვით.

ერთ წელიწადში Tesla ორი ადგილით დაწინაურდა მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ავტომობილების ბრენდების სიაში და პირველ ადგილზე გავიდა, გადაუსწრო რა Mercedes-Benz-სა და Toyota-ს.

Tesla-ს ბრენდი ახლა 66,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც 44%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და ხუთჯერ მეტი, ვიდრე პანდემიამდე.

„ბრენდის შეფასების ეს ზრდა დადებითი სიგნალია Tesla-სთვის, რადგან ეს მიუთითებს ბრენდის უკეთ ცნობადობაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი გაყიდვები და შემოსავალი მომავალში“, – განაცხადა Brand Finance-ის შეფასების დირექტორმა ალექს ჰეიმ.

საავტომობილო ბრენდების რეიტინგში მესამემდე დაეცა Toyota, დაკარგა რა ღირებულების 18% (52,5 მილიარდი დოლარი), მეორე ადგილზე კი დარჩა Mercedes-Benz-ი (- 3%, 58,8 მილიარდი დოლარი).

სექტორში ღირებულების რეკორდული ნახტომი – 123%-ით აჩვენა ჩინურმა ბრენდმა Sokon-მა, რომლის ღირებულება გაიზარდა 739 მილიონ დოლარამდე.

ავტოსათადარიგო ნაწილების მწარმოებელ კომპანიებს შორის კი ლიდერია იაპონური Denso, რომლის ღირებულება წელიწადში 6%-ით 4,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საბურავების მწარმოებლების სეგმენტში კი ასევე უცვლელად ფრანგული Michelin (+2%, 7,9 მლრდ დოლარი) იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!