დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მასშტაბური მარკეტინგული კამპანია

0
გაზიარება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედია პლატფორმაზე Bloomberg ახალი პროექტი დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს იღებს, მომზადდება სამი სტატია, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსება (Facebook, Twitter, Instagram). კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის ფარგლებში Bloomberg-ის გადამღები ჯგუფი თბილისში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მუშაობს.ერთ კვირიანი გადაღებები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს (ჰელი-სქი, თრექინგი და კლდეზე ცოცვა), მღვიმეებს და კანიონინგს, კულტურას (ფოტოგრაფია, არქიტექტურა, მუსიკა, მოდა) მოიცავს. გადამღები ჯგუფის წევრებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი შეხვდა.

„ჩვენ ორ კლიპს ვიღებთ Bloomberg მედიისთვის. ჩვენი აუდიტორია ძირითადად ბიზნესის, ფინანსებისა და აღმასრულებელი სფეროს წარმომადგენლებს მოიცავს, აგრეთვე ახალგაზრდულ აუდიტორიასაც. ჩვენ მათთვის რეკლამას ვამზადებთ საქართველოს შესახებ, ეს არის ქვეყანა სადაც უნდა ჩახვიდე. ამ სარეკლამო კამპანიის თემაა საქართველო დაფარული მარგალიტი. ყველამ ვიცით ფრანგული ალპების, შვეიცარიაში თხილამურებით სრიალის შესახებ, მაგრამ ჯერ არ გვინახავს საქართველო და სწორედ ეს უნდა ვაჩვენოთ Bloomberg-ის მაყურებელს. Bloomberg ამ კამპანიაში მონაწილეობს, ის საქართველოშია და იკვლევს ამ მშვენიერ ქვეყანას“,- ამბობს Bloomberg-ის კრეატიული დირექტორი ქალამ იანგსონი.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მედია პლატფორმის Bloomberg წარმომადგენლები იმყოფებიან. გადამღები ჯგუფი მოინახულებს ტურისტულ ლოკაციებს, გადაღებული მასალა განთავსდება Bloomberg-ის გვერდებზე რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას მიზნობრივ ბაზრებზე. ეს დაგვეხმარება საზღვარგარეთ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი“, – განაცხადა თამაზ იორაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლებსა და სტატიებს ჯამში 6 მილიონზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ეყოლება მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე: დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანსა და ისრაელში. კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!