დიზაინიპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

„წელწინდა“ – გამორჩეული, განსხვავებული დიზაინისა და ჭყეტელა ფერების ე.წ. „რეიტუზები“

0
გაზიარება

წელწინდას შექმნის იდეა 6 წლის წინ გაჩნდა, როდესაც  სოფიო თოფურია   ჰელოუინისთვის ფერად-ფერად ე.წ. „რეიტუზებს“ უშედეგოდ ეძებდა.ეს კი გახდა წინაპირობა იმისა, რომ დღეს ქართულ ბაზარზე გამორჩეული შინაარსის, სხვადასხვა დატვირთვის „ჭყეტელა“ ე.წ. „რეიტუზები“-ს ბრენდი „წელწინდა“ შეიქმნა.პირველი კოლექცია გაყიდვაში 2021 წლის დეკემბერში ჩაეშვა, რომელიც 8 სხვადასხვა დიზაინის წელწინდას აერთიანებდა.

„წელწინდას“ დამფუძნებელი – სოფიო თოფურია geobusinessnews-სთან კოლექციის თემებსა და შთაგონების წყაროებზე საუბრობს :

პირველ კოლექციაში გავაერთიანე ისეთი თემები, როგორიცაა ოკუპაცია, ჰომოფობია, ფემიციდი და ძალიან მძიმე, რომ არ გამოსულიყო გავანეიტრალე საზოგადოებისთვის მეტად ცნობილი, აღიარებული და საყვარელი მხატვრებისა თუ მწერლების შემოქმედებით, მაგალითად, კლიმტისკოცნა“, ვან გოგისვარსკვლავებიანი ღამე“, ეგზიუპერისპატარა უფლისწული“. წელწინდა ყოველთვის ეხმაურება სოციალურ პრობლემებს, ძირითადი შთაგონების წყარო სწორედ ესაა ხოლმე, თუმცა შიგადაშიგ გამოერევა ხელოვნება, რომელიც ამ რთულ პერიოდებს გვალახინებს და ძალიან გვეხმარება, ამიტომ ხელოვნებაწელწინდასგანუყოფელი ნაწილია, რადგან ის თუ როგორ გამოვიყურებით და რა გვაცვია ასევე ხელოვნებაა. მაგალითად, ახალ კოლექციაში გვაქვს მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერი წელწინდა მუნკისკივილის პრინტით“  ყოველი ახალი წელწინდის შექმნა ხდება საკმაოდ ეგოზიტურად, საკუთარ თავზე მორგებით და კითხვით: „აბა მე რას ჩავიცვამდი?“. სწორედ ასე ვარჩევ შინაარსსაც და ფერებსაც, მე რა მომეწონებოდა პირველ რიგში. რადგან თუ შენ თავად არ მოგწონს შენი ქმნილება სხვას როგორ მოაწონებ, ხომ ასეა?!“

წელწინდას გამოარჩევს შინაარსი და რა თქმა უნდა ფერები. თითოეული დიზაინი რაღაც კონკრეტულ ამბავს გვიყვება, ან რაღაცას აპროტესტებს. ესაა სამოსი მათთვის ვისაც უყვარს ჩაცმულობით თავის გამოხატვა, არ ეშინია „ჭყეტელა“ ფერების და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, რადგან შეუძლებელია წელწინდა გეცვას და ყველა შენს ფეხებს არ უყურებდეს.

საზოგადოების მხრიდან წელწინდას გამოჩენას საკმაოდ ხმაურიანი რეაქცია მოყვა, რაც მეტწილად მსგავსი პროდუქტის მანამდე არარსებობითა და პირველად გამოჩენით გამოწვეული აღტაცების დამსახურება მგონია. ყოველდღიურად ვიღებდი უამრავ თბილ და მამოტივირებელ ესემესს ბიზნეს გვერდზე, რაც კიდევ უფრო მეტ ძალას მაძლევდა რთულ პერიოდებში, რაც სწორედ პირველად რაღაცის შექმნას ახლავს, და წინსვლისკენ მიბიძგებდა. ასევე მივიღე მოწვევა სხვადასხვა ტელევიზიებიდან ინტერვიუზე დაწელწინდამსრულიად უსასყიდლოდ მიიღო საკმაოდ მსუყე სიუჟეტები რეიტინგული გადაცემებისგან. შემდეგ იყოშარქთენქი“, რომელმაც ერთიასად გაზარდა ბრენდის ცნობადობა საქართველოში. უზომოდ მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, რომელმაც ტრამპლინის როლი ითამაშა ბრენდის განვითარების ისტორიაში და მხარდაჭერა გამოხატა, სიმართლე გითხრად არ ველოდი ამხელა მხარში დგომას დამწყები ბიზნესისადმი და სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი.ამ ეტაპზე ერთი დიზაინის ერთ წელწინდაზე პრინტი ვერ ხერხდება, რადგან ძალიან ძვირი სიამოვნებაა. თუმცა დავიწყეთ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა და წელწინდას საცალო გაყიდვებს დაემატა ინდივიდუალური დიზაინის შექმნის სერვისის. ნებისმიერ კომპანის,რომელსაც სურს საკუთარი დიზაინის წელწინდების შექმნა შეუძლია მოგვმართოს.ამ ეტაპზე გვაქვს წელწინდები და ზაფხულში დავამატე საცურაო კოსტიუმები. სულდიზაინის ასევე სხვადასხვა ფორმითა და პრინტით, რასაკვირველია შინაარსობრივი დატვირთვით.“ – სოფიო თოფურია

წელწინდას მომხმარებელს განსაზღვრული სქესი, ასაკი ან ეროვნება არ აქვს.წელწინდანს  უბრალოდ მხიარულები, აქტიურები, პროტესტით სავსე, ხელოვნების მოყვარული, საოცრად საინტერესო საზოგადოება ატარებს

წელწინდას შეძენა შესაძლებელია ონლაინ, FB ან ინსტაგრამ გვერდზე, მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!