“იაგოს ღვინო” შემოდგომაზე ექსპორტზე ჩინეთში გავა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ამბობს, სექტემბერში ჩინეთში 1 200 ბოთლ ღვინოს გაიტანენ.
“ახალი ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამ ბაზრის ათვისებაზე ფიქრი ჯერ კიდევ პანდემიის დროს დავიწყეთ; საბოლოოდ მისი ათვისება მაინც გადავწყვიტეთ, რადგან ძველ ბაზრებთან ერთად, ახლის განვითარებაც მნიშვნელოვანია”, – განმარტა მან.
ამასთან, მისივე თქმით, ევროპის ბაზარზე ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ ბაზრის დაკმაყოფილებაც კი უჭირთ.
“2021 წელთან შედარებით, წელს კომპანიას ევროპის ბაზრიდან მოთხოვნა 30-40%-ით გაეზარდა. ასეთ მაღალ ზრდას არ ველოდით, რასაც პანდემიის შემსუბუქებას ვუკავშირებთ. ზოგადი სიტუაცია ნამდვილად პოზიტიურია და საექსპორტო ბაზრები კი – გააქტიურებული”, – აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა bm.ge-სთან.
- მთავარი
- დღის სიახლეები
- “იაგოს ღვინო” შემოდგომაზე ექსპორტზე ჩინეთში გავა
“იაგოს ღვინო” შემოდგომაზე ექსპორტზე ჩინეთში გავა
მსგავსი სიახლეები
2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…
საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს
კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…
საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს
„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…
21 სექტემბრის ვალუტის კურსი
ევრო - 2.8631 ლარი აშშ დოლარი - 2.6750 ლარი თურქული ლირა - 0.0989 ლარი სომხური დრამი - 6.9152 ლარი
15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…