ტურიზმი, დასვენება და გართობა
ტურიზმი, დასვენება და გართობადასვენება და გართობასტარტაპები

კომპანია, რომელიც ადამიანებს ჯერ კიდევ შეუცნობელი ადგილების დალაშქვრის შესაძლებლობას აძლევს

0
გაზიარება

საქართველო ყოველთვის გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით. ტურისტების ყურადღებას სწორედ ტურისტული რეგიონები იპყრობს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, ტურისტულად ათვისებულ დასახლებებთან ერთად, ხელუხლებელ ბუნებაში ჩამალული უამრავი ისეთი ადგილიცაა, რომელთა შესახებ მოგზაურობაზე უზომოდ შეყვარებული რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა თითქმის არავინ იცის.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ტრენდი მალე წარსულს მიეცემა, რადგან საქართველოში Traveling Den-ი გამოჩნდა – კომპანია, რომელიც ადამიანებს ჯერ კიდევ შეუცნობელი და აუთვისებელი ადგილების დალაშქვრის შესაძლებლობას აძლევს, სრულად აღჭურვილი კომფორტული სახლი-მანქანებით.

Traveling Den-ის შექმნის ისტორიაზე, ქარავნულ ცხოვრებაზე, ქართველი და უცხოელი ტურისტების გემოვნებაზე, შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, იზრუნა ანა სვანიძემ და ინნა მარგველაშვილმა.

მობილური სახლი-მანქანის  შექმნის  იდეა ოთხი წლი წინ გაჩნდა, მათ სურდათ პირველად თავადემოგზაურათ, შემდეგ კი საზოგადოებას ესარგებლა. მოგზაურობის ეს ფორმა ამერიკასა და ევროპაში ძალიან განვითარებული იყო და მათაც გაუჩნდათ ამბიცია, რომ ეს კულტურა საქართველოში შემოეტანა. იდეა 2017 წელს გაჩნდა, ხოლო 2018 წელს განხორციელდა. პირველად რამდენიმე პრობლმას გადააწყდნენ, რადგან მასალაზე, რომლითაც ის შენდება, საქართველოში არავინ მუშაობს -მათ ხელოსნებს, სამწუხაროდ, ახალ გამოწვევებთან შეჭიდება დიდად არ აინტერესებთ. აქედან გამომდინარე, YouTube-ზე ატვირთული ვიდეოების დახმარებით, ნულიდან ისწავლეს, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს სახლი-მანქანა. საბოლოოდ, მიიღეს პროექტი, რომელიც ზრუნავს ადამიანების სიამოვნებასა და ნაყოფიერ მოგზაურობაზე. მომხმარებელს შეუძლია წავიდეს იქ, სადაც სურს, მაგრამ არის რიგი ადგილები, მაგალითად, თუშეთი, სადაც ზამთრის , უფრო ზუსტად კი ოქტომ-ბერნოემბრიდან, სამანქანე გზა საერთოდ იკეტება, ხოლო ზაფხულში, იქ ჩასვლა მხოლოდ 4×4-ზე მანქანით არის შესაძლებელი. ცხადია, რომ მომხმარებელს ამ რიგი პრობლემების შესახებ წინასწარ აწვდიან ინფორმაციას. მანქანაში არის საყოფაცხოვრებო ნივთებითა და პირველადი სურსათით აღჭურვილი სამზარეულო, აბაზანა და გარე ავეჯიც კი, მომხმარებლებს მხოლოდ საკუთარი ნივთების წამოღება სჭირდებათ. ამასთანავე, მათი მანქანები გადაწყობილია მზის ენერგიაზე. სევე, მსგავსი ტიპის მანქანები იდეალურია დიჯიტალ ნომადებისთვის – იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად მობილურები არიან და თავად წყვეტენ, თუ სად იმუშაონ და სად იცხოვრონ, იქნება ეს მდინარის პირას, მთაში, ზღვის სანაპიროსთან თუ ტყეში.

მსგავსი სიახლეები

“კნატი” – განსაკუთრებული სიახლე ნუშის მოყვარულთათვის

ნუშის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლეა - ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია “კნატი” გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ოთხ სხვადასხვა სახეობის ნუშის ხემსს სთავაზობს. კნატის გემოებს შორის შოკოლადის, მარილიანი, მოხალული და…

ქართული ჩაის კომპანია “ოკრიბა” პროდუქციაში ჩირს ამატებს

ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია "ოკრიბა''  2019 წელს იმერეთში დაარსდა.  "ბუეთი'', ასე ჰქვია "ოკრიბას'' მაღალი ხარისხის სერტიფიცირებულ ჩაის. კომპანიამ 50-ზე მეტი ჰა…

სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით – „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის

თუ გსურთ თვალი გადაავლოთ თბილისის ისტორიას, რომელიც ბოლო 100 წელია დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველზე - იწერება, იგრძნოთ კომფორტი, რომელსაც თანამედროვე განათებისა და პასტელური ფერების სინთეზი ქმნის, მაშინ აუცილებლად…

რა ღირს დასვენება საქართველოს სასტუმროებში?

PMCG-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 255 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, საოჯახო ტიპის სასტუმროების…

“ლოპოტა სპა რეზორტმა” აზიური რესტორანი “იკე” გახსნა

"ლოპოტა სპა რეზორტში" აზიური რესტორანი “იკე“ გაიხსნა. როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპლექსის გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა განუცხადა, რესტორანი კომპლექსის ტერიტორიაზე ოფიციალურად  2 დღეა გაიხსნა,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა