ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

კურორტების სააგენტო იქნება მორიგი ახალი ბიუროკრატიული რგოლი

0
გაზიარება

“ეს არის კიდევ ერთი ბიუროკრატიული ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით დაფინანსდება“, – ასე აფასებს „ტრეფიკ თრეველის“ ხელმძღვანელი ცოტნე ჯაფარიძე ახალი სსიპ-ის – კურორტების განვითარების სააგენტოს შექმნას.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც უკვე არსებობს მთის კურორტების განვითარების სააგენტო, ახალი ორგანიზაციის შექმნა სხვა არაფერია, თუ არა კორუფციისა და ნეპოტიზმის კიდევ ერთი საშუალება.

„დამატებით რაღაც კომპანიას ქმნიან, სადაც დამატებითი თანხები გაურკვეველი მიზნებისთვის დაიხარჯება, სადაც დასაქმდებიან ისევ და ისევ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანების ახლობლები, ნათესავები, პარტიული აქტივის წევრები. ეს იქნება მორიგი ახალი ბიუროკრატიული რგოლი, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით დაფინანსდება. რაც მეტ ასეთ ორგანიზაციას შექმნის სახელმწიფო, მით უფრო მეტი საშუალება ექნებათ დამატებითი თანხები დახარჯონ, საიდანაც დამატებით სარგებელს აიღებენ“, – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე bm.ge-სთან.

ამასთან, ტუროპერატორი მთის კურორტებზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელსაც დღეს მთის ტრასების სააგენტო დაერქვა და პრობლემების მოგვარებაზე არის პასუხისმგებელი, არაფერს აკეთებს და მფლანგველ ორგანიზაციად არის გადაქცეული.

„მთის ტრასების სააგენტო (MTA) არის იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მუშაობდეს სააგენტო. სამთო-სათხილამურო კურორტებზე უამრავი პრობლემა არსებობს, როგორებიცაა: მოუწესრიგებელი შიდა გზები, პარკირების პრობლემები, მუდმივი საცობი და ქაოსი, მოუწესრიგებელი და ფაქტობრივად არარსებული საპირფარეშოები და სველი წერტილები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ კომპანიას არავინ არ მართავს”, – აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.

შეგახსენებთ: მთავრობის დადგენილებით, მთის კურორტების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ-ის უფლებამოსილება ეკონომიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით განისაზღვრება. სააგენტოს დირექტორს ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს და სახელმწიფო კონტროლსაც სამინისტრო ახორციელებს. როგორც bm.ge-ისთვის გასულ კვირას გახდა ცნობილი, სააგენტოს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

31 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5563 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული…

საქართველოში ზეთისხილის პირველი სანერგე იხსნება

„საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში - 1 მილიონს“,- ამის…

ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ბარაკ ობამას გადაუსწრო

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ზე 133 მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა და ამ პარამეტრით აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გადაუსწრო, - ამის შესახებ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, The Verge-ი…

მსოფლიო ბრინჯის კრიზისის წინაშეა

The Economist-ის ინფორმაციით მსოფლიო ბრინჯის კრიზისში შედის,რადგან გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მოსავლიანობა სტაგნაციაშია, წარმოებისთვის საჭირო მიწა, წყალი და მუშახელი სულ უფრო მწირი ხდება, კლიმატის ცვლილება და…

„ჩიკატაის“ სათამაშოები ავსტრალიაში ექსპორტზე გავიდა

ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანია „ჩიკატაიმ“ გასულ კვირას საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე ავსტრალიაში გააგზავნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განაცხადა. ბუიღლიშვილის თქმით…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!