RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

მაყურებლისთვის შეუძლებელი ხდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის გამიჯვნა – ბექაური

0
გაზიარება

კახა ბექაურმა პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, სარეკლამო წესების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება. ბექაურის თქმით, გასული წლის მონაცემებით, სამაუწყებლო სფეროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას “მაუწყებლობის შესახებ” კანონის, კერძოდ კი, სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა, ასევე, არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება წარმოადგენს.

“2022 წლის მონაცემებით, სპონსორობისა და პროდუქტის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო, კომისიამ “TV პირველი”, “ტელეიმედი”, “აგრომედია” და “სეზონი TV” წერილობით გააფრთხილა. ხოლო, პოლიტიკური რეკლამის არასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის, ტელეკომპანია “ფორმულამ” და “TV პირველმა” გაფრთხილება მიიღეს, “მთავარ არხს” კი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, ვინაიდან, ერთი წლის განმავლობაში, ანალოგიური დარღვევა უკვე ჰქონდა ჩადენილი” – განაცხადა თავმჯდომარემ.

კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების წესების დარღვევა, ლახავს მაყურებლის უფლებებს, ვინაიდან, წამყვანების მიერ პროდუქტის მახასიათებლებზე და უპირატესობებზე გადაჭარბებული ხაზგასმისას, შეუძლებელი ხდება რეკლამისა და გადაცემის შინაარსის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. თავმჯდომარის თქმით, სარეკლამო წესების დარღვევა, სარეკლამო საქმისთვისაც დამაზიანებელია, რადგან დამკვეთები პროდუქტის განთავსებაში თანხის გადახდას ანიჭებენ უპირატესობას და შედეგად, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლებიც მცირდება.

“გამომდინარე იქედან, რომ სარეკლამო წესების დარღვევა 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდა, კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად დაიწყო კვლევა, რომლის მიზანია, შევისწავლოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა მაყურებლის უფლებები იყოს დაცული და არ ხდებოდეს მაუწყებლების მიერ მათი შეცდომაში შეყვანა.”- აღნიშნა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ლითონის ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია – K Group

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

შატო ზეგაანის ღვინის აღიარება პარიზში

პარიზში გამართულ გასტრომეღვინეობის ოსკარის ცემეონიალზე, სადაც მოხვედრა ერთეულების ხვედრია იტალიური და ესპანური ღვინოების გვერდით ქართულმა ღვინომაც შეძლო ამ სივრცის დაპყრობა. ეს რთული გზა "შატო ზეგაანი"-ს საფერავმა…

შეიძინე საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი ობლიგაციები

გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და შეიძინე თეგეტა ჰოლდინგის საქართველოში ლარის პირველი, ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები. Tegeta • თეგეტა ჰოლდინგი, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 მილიონ…

„ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის,“ – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) კვლევის მიხედვით „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის". „ათიდან ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, ხოლო ოთხში ერთი ადამიანის…

SGBA Business meeting 2024-ის პარტნიორია, რესტორანი – ამირანი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს  Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!