დღის სიახლეებისიახლეები

მედიკამენტები ფარმაცევტულ ბაზარზე 2400-3000%-იანი ფასნამატით იყიდება – ჯანდაცვის სამინისტრო

0
გაზიარება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ჰაიზინი“, „ოფლაბ-ოზი“, „იორილი-10“ – ეს იმ მედიკამენტების მცირე ჩამონათვალია,  ფარმაცევტულ ბაზარზე 2400-3000%-იანი ფასნამატით იყიდება

სამინისტრო იმ მედიკამენტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, ხოლო აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით ზოგ შემთხვევაში, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.

„აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი – იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.

მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

wamal-1702972790.jpg

wamal1-1702972809.jpg

მსგავსი სიახლეები

2024 წლის შემოდგომაზე, გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება

„2024 წლის შემოდგომაზე გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით,…

16 მაისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6866 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0457 ლარით გაუფასურდა. ევრო - 2.9577 ლარი აშშ დოლარი -…

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა, რომელსაც ბრიუსელი ევროპის საიმიგრაციო სისტემის „ნიშანდობლივ რეფორმად“ მიიჩნევს. „თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციის პაქტი უფრო სამართლიან…

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იკლებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”. თბილისის…

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება – „სენტა ოილი“

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება- „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე იაკობიძის თქმით, ბოლო 2 კვირაა მსოფლიო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით, ფასი მცირდება, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე აისახა, საცალო გაყიდვებში კი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!