ავეჯის დიზაინიბიზნესიინტერიერის დიზაინიპარტნირებისაზოგადოებაუძრავი ქონების დიზაინი

მიანდე შენი საცხოვრებელი და სამუშაო სივრცე პროფესიონალს – ინტერვიუ ლიკა ფანჯიკიძესთან

0
გაზიარება

ახალი სახლი, ახალი სამუშაო გარემო თუ ბიზნესი… – ყველაფერი ეს სიახლეებისა და ახლის დასაწყისია, თუმცა ხშირად სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებსაიტებზე დაკარგულ დროს უკავშირდება, სადაც გამუდმებით ცდილობთ მიიღოთ იდეა, როგორ მოაწყოთ ესა თუ ის ადგილი, როგორ შეარჩიოთ სწორი ფერი, როგორი ავეჯი იყიდოთ, როგორი დეკორაცია გინდათ … ხშირად რთულია მიხვდე რა გჭირდება, სიმყუდროვე და მინიმალიზმი თუ თვალისმომჭრელი ფერები და დიზაინი. შემდეგ იწყება პროცესი რემონტის, რომელიც დამეთანმხებით ალბათ არავის უყვარს. რემონტის მიმდინარეობის დროს კი ყოველთვის გრჩება განცდა გამოვა თუ არა ის, რაც თქვენს გონებაში წარმოიდგინეთ. გამოვა თუ არა ეს უკვე ბედზე და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპისგან თავის დაღწევა მარტივად შეიძლება არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერების დახმარებით. თქვენი წარმოდგენების რეალურაც ქცევა მხოლოდ მათი დახმარებით არის შესაძლებელი და მხოლოდ ასე შეძლებთ წინასწარ, ზუსტად იცოდეთ რას მიიღებთ.

არქიტექტორებსა და ინტერეიერის დიზაინერებზე საუბრის დროს აუცილებლად უნდა ვახსენოთ ლიკა ფანჯიკიძე, რომელიც ოჯახთან ერთად წლებია ზრუნავს თქვენი ოცნებების ასრულებაზე, თქვენი იდეების დახვეწვაზე, თქვენს სიმყუდროვესა და ბედნიერებაზე.

ლიკა 2002 წლიდან აქტიურად არის ჩართული არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში, მას შემდეგ რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა. 20 წლიანი გამოცდილებისა და წამყვან არქიტექტურულ კომპანიებში მუშაობის შემდეგ  შექმნა საკუთარი კომპანია და ახლა უკვე არქიტექტორ მეუღლესთან და შვილთან ერთად ზრუნავს შექმნას განსაკუთრებული სივრცეები.

ლიკას თქმით, ძირითადად დამკვეთები სასტუმროების, საოფისე ფართების და რესტორნების დიზაინის მოწყობას ითხოვდნენ, თუმცა პანდემიის შემდეგ იმატა კერძო სახლების მოწყობის მსურველებმაც.

 

„ხშირად ჩემი დამკვეთები არიან საზოგადოებრივი ობიექტების, (ოფისების, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების)  მფლობელები, თუმცა ბოლო დროს იმატა ბინებისა და კერძო სახლების მოწყობის მსურველებმა. პანდემიის შემდეგ განსაკუთრებიული მნიშვნელობა შეიძინა პრივატულმა გარემომ, კერძო სახლებმა, ეზომ, მწვანე სივრცემ. ყოველწლიურად მატულობს მსურველთა რაოდენობა.

 ადრე ფიქრობდნენ, რომ თვითონ უკეთ იცოდნენ როგორ უნდა მოეწყოთ თავიანთი საცხოვრებელი თუ სამუშაო ფართის დიზაინი, თუმცა ეს დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა და პროფესიონალის გარეშე დღეს იშვიათად თუ ვინმე იღებს ასეთ გადაწყვეტილებას“.

ლიკა ფანჯიკიძის გუნდისთვის შეზღუდვები არ არსებობს და მუშაობენ ნებისმიერი სტილისა და სირთული პროექტზე, ნებისმიერი დიზაინითა და ინტერიერით.

მუშაობის პროცესი იწყება სტილის განსაზღვრით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გარემო პირობებს და ფუნქციონალურად უნდა იყოს გამართულიშემდგომი ეტაპია-არქიტექტურული გეგმარებითი ნახაზის შედგენა, (დამკვეთთან შეთანხმებით), სადაც უპირატესობა ენიჭება ფუნქციონალურ საკითხებს.ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია.

დიზაინერის ჩართულობით ხდება ფართის ათვისება მაქსიმალურად ეფექტურად და იქმნება კომფორტული გარემო. შემდეგ იწყება ფერების, მასალის  არჩევა და წინასწარი 3D ვიზუალიზაცია, რაც საშულებას აძლევს მომხმარებელს რემონტის დაწყებამდე სწორად აღიქვას თუ რა შედეგს მიიღებს საბოლოო ჯამში. დგინდება მასალების მოცულობები, რაც დამკვეთს აძლევს საშუალებას წინასწარ განსაზღვროს დაახლოებით ბიუჯეტი და რა დანახარჯები ექნება რემონტზე.

ინტერიერის დიზაინერის გარეშე ამ ყველაფრის მიღწევა ძალიან რთულია.

საყვარელ და განსაკუთრებულ პროექტებზე საუბრის დროს, ლიკა ფანჯიკიძეს გაუჭირდა გამოეყო მისთვის განსაკუთრებული პროექტი, რადგან მისთვის მნიშნელობა არ აქვს რა ტიპისა და სტილის პრექტზე უწევს მუშაობა.

„ თითოეული პროექტი ჩემთვის შვილივით არის, ყველა დეტალი მიყვარს, რომელიც იბადება კომპიუტერულ, ვირტუალურ გარემოში და  მუშაობის შედეგად რეალიზდება.  ყველაზე დიდი სტიმული და ჯილდო არის, როდესაც ვხედავ ჩემი შრომის შედეგსა და კმაყოფილ დამკვეთს.

მიუხედავად პროექტების მრავალფეროვნებისა, მიჭირს გამოვარჩიო რომელიმე ნამუშევარი.

პროექტირების დროს, იმისათვის რომ ბოლომდე შევიგრძნო და გავიაზრო მოცემულობა, მიწევს მოვირგო სხვადასხვა როლი.  საზოგადოებრივი სივრცის მოწყობისას, ხან სივრცის მეპატრონე ვარ- ხან მომხმარებელი. საცხოვრებელი ფართის პროექტირებისას,  მასპინძლის როლს ვირგებ-ხან სტუმრისას. და ა.შ. რაც პროცესს, მრავალფეროვანს, საინტერესოს და  კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის“.

 

როგორც ლიკამ Geobusinessnews-თან საუბრის დროს აღნიშნა, სამომავლოდ სურს მისი ცოდნა და გამოცდილება დამწყებს არქიტექტორებს, სტუდენტებსაც გაუზიაროს. გეგმავს მათთან ერთად შექმნას გუნდი და პრაქტიკაში გააცნოს ინტერიერის დიზაინის პერიპეტიები.

 

სტატიის ავტორი : მარიამ დარბაიძე

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

Business summit 2024 – საუკეთესო პლატფორმა, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის და პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame Consulting • ფეიმ კონსალტინგი -ს ორგანიზებით  24 მაისს Hotels & Preference Hualing Tbilisi წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა : Business Summit 2024…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია სასტუმრო – გორი ინნ • Gori Inn

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა გერმანიაში შექმნილ საერთაშორისო კომპანია-მეამას და სასტუმრო-ეპიზოდს უმასპინძლა

15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართა "ბიზნეს სამიტი 2023", რომელსაც ქართული ბიზნესები ესწრებოდნენ 400 დელეგატისგან შემდგარ სამიტზე პრეზენტაცია გამართეს ქართულმა ბიზნეს…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!