ფინანსებიდღის სიახლეებიზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი გააუარესა

0
გაზიარება

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ საკუთარი შეფასება განაახლა. ორგანიზაციამ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად “Ba2”-ზე დაადასტურა, თუმცა “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა რეიტინგის მოლოდინი.

Moody’s-ის განმარტებით, საკრედიტო რეიტინგის მოლოდინის გაუარესება ასახავს გაზრდილ გეოპოლიტიკურ რისკებს, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა გამოიწვია. Moody’s-ი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში პოლიტიკური სახით საქართველო მოწყვლადია, რაც რუსეთთან ორ გაყინულ კონფლიქტს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უკავშირდება.

ამასთანავე, Moody’s-ი განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალ მოქნილობას და ადეკვატურ ბუფერებს ეკონომიკური და ფინანსური შოკების მიმართ. მათ შორის დადებითად არის შეფასებული გაცვლითი კურსის მცურავი რეჟიმი.

Moody’s-ი წელს საქართველოში 3.8%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც ორგანიზაციის მიერ ომამდე გაკეთებულ 7.3%-იან ზრდის პროგნოზზე ორჯერ ნაკლებია.

ამასთანავე, საკრედიტო სააგენტო მიიჩნევს, რომ მომდევნო წლებში საქართველოში საშუალოდ 4-5%-ის ეკონომიკური ზრდა იქნება.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია

შვეიცარული ბანკის, UBS-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა 2 542-ს მიაღწია. ფინანსური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2022 წელს მილიარდერების რაოდენობა 2 376 იყო,…

საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში 210 კერძო და 2 086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო…

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ წამლებს პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძენს

სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. . კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და…

ნებართვის გარეშე ქიმიური ნივთიერებების იმპორტი და ტრანზიტი აიკრძალება

„ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების შესახებ“ კანონპროექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რომლის მიღებაც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს,…

1 დეკემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7086 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0043 ლარით გამყარდა. ევრო - 2.9583 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!