სპორტიდღის სიახლეებიმთავარი ამბებისაინტერესო სიახლეები

მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებმა უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე ნივთები გამოიტანეს

0
გაზიარება

სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელმა ცნობილმა ვარსკვლავებმა ომის შედეგად დაზარალებული უკრაინისა და უკრაინელების დასახმარებლად აუქციონზე ნივთები გამოიტანეს. აუქციონის სერია, სახელწოდებით World Sports For Ukraine, სპორტული გამოცემა Tribuna-ს, ორგანიზაცია Ukraine Alive 2022-ისა და ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდის ინიციატივას წარმოადგენს. ნივთების შეძენა Ebay-ზეა შესაძლებელი.

უკრაინის დასახმარებლად პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ აუქციონზე მაისური გამოიტანა, რომელიც მას რამდენიმე დღის წინ შოტლანდიასთან გამართულ საქველმოქმედო ამხანაგურ მატჩში ეცვა. მაისურზე ლევანდოვსკის ხელმოწერაა, ასევე ფეხბურთელის მიერ გაკეთებული წარწერა – „Stop War”.

უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ინგლისურ კლუბ „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, ანდრეი იარმოლენკომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დასახმარებლად აუქციონზე ხელმოწერილი სპორტული ფეხსაცმლის წყვილი გამოიტანა. ფეხსაცმელზე ასევე გაკეთებულია წარწერა „Stop War“.

აუქციონზე იყიდება უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, სერგეი რებროვის მაისურიც. მასზე სპორტსმენის ხელმოწერა და წარწერა „Stop War” არის გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ სერგეის ეს მაისური ინგლისის თასის ფინალში, 2002 წლის 24 თებერვალს ეცვა – უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ზუსტად 20 წლით ადრე. უკრაინელი ფეხბურთელი იმ დროს „ტოტენჰემის“ რიგებში ირიცხებოდა.

სამშობლოს დასახმარებლად აუქციონზე უნიკალური ნივთი კიდევ რამდენიმე უკრაინელმა სპორტსმენმა გაიტანა. მათ შორის იტალიურ საფეხბურთო კლუბ „სპეციაში“ მოთამაშე ვიქტორ კოვალენკომ, რომელიც ასევე უკრაინის ეროვნული ნაკრების წევრია. აუქციონზე ფეხბურთელის მიერ ხელმოწერილი მაისური იყიდება, რომელიც მას Serie A-ს ერთ-ერთ თამაშში ეცვა. აღსანიშნავია, რომ კოვალენკოს მშობლიური ქალაქი ხერსონია, რომელიც ოკუპანტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.

აუქციონზე ასევე წარმოდგენილია MMA-ში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, უკრაინელი ლენა ოვჩინიკოვას მაისური უნიკალური პრინტით.

მსგავსი სიახლეები

გურჯაანში კაკლისა და ნუშის გადამამუშავებელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა გურჯაანის…

ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება გაიზარდა და 6.47 ლარი შეადგინა

„აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება გაიზარდა და 6.47 ლარი შეადგინა. „აისეტის“ ცნობითვე, თვიურ ჭრილში (2023 წლის…

მაისი-ოქტომბერში ვაკანსიები 5.1%-ით გაიზარდა

2023 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 45 954 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 5.1%-ით გაიზარდა - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრი დასაქმების თრექერში წერს. 2023 წლის…

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა თურქეთში გამართულ რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა  

2023 წლის 17-19 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში გაიმართა რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ ქორეოგრაფიისა და ლიდერების წარმომადგენლები 27 ქვეყნიდან. მონაწილეებმა წარადგინეს მიმდინარე…

2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების ზრდას გულისხმობს

2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების ზრდას გულისხმობს - სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება,- ინფორმაცია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!