დღის სიახლეებისიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

0
გაზიარება

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბანკების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მოგების 87% ორმა ბანკმა – საქართველოს ბანკმა და თიბისიმ გადაინაწილეს. 16 ბანკიდან სამი – სილქ ბანკი, პეისერა და პეივბანკი – ზარალზე გავიდნენ.

ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით (2024 წლის იანვარ-მარტი):

  • საქართველოს ბანკი – 355,090 მლნ ლარი
  • თიბისი – 266.042 მლნ ლარი
  • ლიბერთი ბანკი – 24.751 მლნ ლარი
  • ბაზის ბანკი – 17.051 მლნ ლარი
  • პროკრედიტ ბანკი – 11.130 მლნ ლარი
  • კრედო ბანკი – 10.998 მლნ ლარი
  • ქართუ ბანკი – 8.077 მლნ ლარი
  • ტერა ბანკი – 7.687 მლნ ლარი
  • ხალიკ ბანკი – 5.075 მლნ ლარი
  • იშ-ბანკი – 4.272 მლნ ლარი
  • ზირაათ ბანკი – 1.482 მლნ ლარი
  • პაშა ბანკი – 1.376 ათასი ლარი
  • ვითიბი ბანკი საქართველო – 464 ათასი ლარი

2024 წლის იანვარ-მარტში სილქ-ბანკი – 1.318-მილიონიან ზარალზე გავიდა, პეისერა 326 ათასი ლარის და პეივბანკი 6 ათასი ლარის ზარალზე გავიდა.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში 16 კომერციულ ბანკს აქვს წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!