დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელ, Რობერტ მაერსკ უგლას შეხვდა

0
გაზიარება
დავოსში გამართული შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში APM Terminals-ის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ მაერსკ უგლასთან საქართველოში კომპანიის მუშაობის დინამიკა განიხილა. მხარეებმა სამომავლოდ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტის, მნიშვნელობაზე.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო დაინტერესებულია „შუა დერეფნის” სრულმასშტაბიანი ფუნქციონირებით და მხარს უჭერს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვის გაზრდილ მაჩვენებელს და აღნიშნა, რომ 2023 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 65.7%-ით არის გაზრდილი.
დანიური კომპანია Maersk-ის ბიზნესსაქმიანობა მოიცავს: გადაზიდვას, პორტის ექსპლუატაციას, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და საწყობს. კომპანია დაფუძნებულია კოპენჰაგენში. ის ფლობს შვილობილ კომპანიებსა და ოფისებს 130 ქვეყანაში. მათ შორის ის საქართველოში შვილობილი კომპანიის – APM Terminals-ის მეშვეობით ოპერირებს. კომპანია Maersk-ში დასაქმებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი.
Maersk-ის  შემოსავალი 81,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2023 Forbes Global 2000-ში Møller-Maersk-ი დასახელდა 174-ე უმსხვილეს საჯარო კომპანიად მსოფლიოში. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია და უდიდესია ფლოტის სიმძლავრის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!