დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისის მერიამ დაფინანსებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადით მერია 740,000 ლარის გამარტივებული შესყიდვის ჩატარებას ითხოვს, რაც კონცერტსა და ფეიერვერკზე უნდა დაიხარჯოს.
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 2022 წლის 26 მაისს, ქალაქ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიებების და აქტივობების გამართვა არის დაგეგმილი. განთავსდება თემატური ინსტალაციები, ფოტოგადაღების კუთხეები, საგამოფენო პავილიონები, 26 მაისის კონცეფციის შესაბამისი საინფორმაციო სტენდები და კულტურულსაგანმანათლებლო სივრცეები. ჩატარდება საბავშვო კონცერტები და მრავალფეროვანი საბავშვო-გასართობი აქტივობები. მოეწყობა სამეწარმეო ბაზრობა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების დიდი მოცულობის, მრავალფეროვნების, მათი შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარების აუცილებლობის, ღონისძიებების განხორციელების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისა და იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი უკავშირდება ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობასაც, სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული პროცედურების მეშვეობით განხორციელება ვერ ესადაგება ზემოაღნიშნული ღონისძიებების ორგანიზების საჭიროებებს და ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი, მრავალფეროვანი პროგრამის შემუშავებას. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, აუცილებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯების 740 000 (შვიდას ორმოცი ათასი) ლარის გამოყოფა მოხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან,” – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
- მთავარი
- დღის სიახლეები
- რა დაუჯდება 26 მაისის აღნიშვნა თბილისის ბიუჯეტს?!
რა დაუჯდება 26 მაისის აღნიშვნა თბილისის ბიუჯეტს?!
მსგავსი სიახლეები
SGBA ბიზნეს სამიტის სპონსორია – არენა ჯგუფი
ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის…
საქართველოში დასაქმებულთა 2.1% აქვს 9 600 ლარი ან მეტი თვიური ხელფასი
2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.1%-ს შეადგენდა, - ინფორმაცია ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული. ეს მაჩვენებლები…
თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა და 11,288 მლნ ლარი შეადგინა
2023 წელს 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ, თითქმის, 335%-ით გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე),…
27 სექტემბრის ვალუტის კურსი
ევრო - 2.8325 ლარი აშშ დოლარი - 2.6732 ლარი თურქული ლირა - 0.0981 ლარი სომხური დრამი - 6.9137 ლარი
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გამართული ბიზნეს სამიტი Awork უმასპინძლებს
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართული ბიზნეს კომპანიების მიერ, წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული…