აქსესუარებიბიზნესიინტერიერის დიზაინიპარტნირებისაზოგადოებაქართული წარმოება

რა გავლენას ახდენს საქანელა ბავშვის განვითარებაზე ?

0
გაზიარება

ჩვილის განვითარება შეგრძნებებით ხდება. ეს არის პროცესი, როდესაც სენსორული რეცეპტორის გაღიზიანება დასაბამს აძლევს ნერვულ იმპულსებს, რაც სხეულის შიგნით თუ გარეთ არსებული პირობების განცდას, მათ გაცნობიერებას იწვევს. სწორედ შეგრძნებებით ცნობს და ხედავს დედას, ესმის მისი ხმა, სუნით ხვდება სად არის რძე და ეცნობა სამყაროს. ხშირად სჩვევიათ ბავშვებს ნივთების დაგემოვნება, უყვართ მათი ძირს დაგდება და შემდეგ ისევ აღება. ეტაპობრივად სწავლობს ნაბიჯების გადადგმას, სიარულს, სირბილს, ხტუნვას, ძრომას და ა.შ.  შესაბამისად, მომდევნო ეტაპზეც, 0-5 წლამდე, მისი შეგრძნებების აღქმა უფრო და უფრო ვითარდება. იქნება ეს კოორდინაცია, სივრცეში გადაადგილება, კალმის ჭერა  თუ სხვა.

გარდა ბაზისური შეგრძნებებისა, როგორიც არის ყნოსვა, მხედველობა, სმენა, არსებობს კიდევ შეგრძნება, რომელიც ჩვენს სხეულს უკავშირდება. მაგალითად, როცა სხედხართ და თვალებს დახუჭავთ, მაინც იცით სად ხართ და რას აკეთებთ. იცით რა დონეზე უნდა დაიხაროთ, რომ დაჯდეთ სკამზე. ეს ჩვენი ვესტიბულური სისტემიდან მოდის და იგი ცოდნას გვაძლევს ჩვენი ტანის შესახებ სივრცეში, რა მიმართულებით ვმოძრაობთ – რაც უმნიშვნელოვანესია განვითარებისთვის.

განვითარებაზე და სამყაროს შემეცნებაზე საუბრის დროს მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ ბავშვების განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს საქანელა.

 

საქანელა ვესტიბულური სისტემის განვითარებაში ეხმარება ბავშვებს, განსაკუთრებით კი ისეთ პირობებში, როდესაც მშობლები იმდენად დაკავებულნი არიან, რომ საკუთარ შვილებს საკმარის დროს ვერ უთმობენ. შესაბამისად ბავშვები დამოკიდებულნი ხდებიან გაჯეტებზე. ბავშვებისთვის კი აუცილებელი ფიზიკური აქტივობაა, რაც ტვინის განვითარებისთვის საჭირო სტიმულს აძლევს. კვლევებით დასტურდება რომ 15 წუთით ქანაობას ტვინზე 8 საათიანი დადებითი გავლენა აქვს.

 

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საქანელას სხვადასხვა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება ის გამოვიყენოთ როგორც თვითმარეგულირებელი უნარების განვითარებისთვის რომ ისწავლოს თვითდამშვიდება. ასევე, შეიძლება გამოვიყენოთ შფოთვის შესამცირებლად ან მის გამოსაფხიზლებლად და გასამხიარულებლად. საქანელა ასევე, ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას, რადგან ამ დროს მყარდება კონტაქტი შვილსა და მშობელს შორის.

საქანელისა და ბავშვის ხსენების დროს ალბათ თვალწინ ყველას გვიდგას კადრი, სადაც ბედნიერი, მომღიმარი ბავშვია აღბეჭდილი და სიცილი, რომელსაც ჰაერში ქანაობით გამოწვეული ბედნიერებისგან ისმის.

სწორედ ბავშვების ამ მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას უწყობს ხელს „კარაველა“, რომელიც გთავაზობთ ულამაზეს და განსხვავებული სტილის ფერად საქანელებს. მნიშვნელოვანია თითოეულმა მშობელმა იცოდეს რა სჭირდება ბავშვს, რომ მათი მომავალი ბავშვობიდანვე გალამაზებული იყოს. კარაველას სახელოსნოში კი თქვენი პატარების ბედნიერებისთვის მხიარულად ფუსფუსებენ. საქანელები ეკოლოგიურად სუფთა ტილოს ქსოვილისგან მზადდება და ბავშვს მთლიანად შეუძლია მასში მოთავსება. საქანელის ჩამოკიდება შეგიძლიათ როგორც სახლში, აივანზე და ეზოში, ასევე თან წაღება, როდესაც ბუნებაში გასეირნებას დააპირებთ. ჩამოკიდეთ ის სასურველ ხეზე აგარაკზე, კურორტზე თუ ტყეში და პატარების ღია ცის ქვეშ ყოფნას ნამდვილად გაამხიარულებთ. აღსანიშნავია, რომ კარაველას ნაჭრის საქანელა დატესტილია 90 კგ-ზე. ერთად ვიზრუნოთ პატარებისთვის სიმყუდროვის შექმნაზე, მათ განვითარებასა და ბედნიერებაზე.

May be an image of indoor

 

მსგავსი სიახლეები

Prime Fit – მომსახურების უნიკალური სერვისი და პროფესიონალი გუნდი თქვენს სამსახურში

2022 წელს, თბილისში მაღალი ხარისხის ფიტნეს სივრცის განვითარების მიზნით Prime Fit შეიქმნა,სადაც პრიორიტეტს კლიენტებისთვის ვარჯიშის უნიკალური გამოცდილების უზრუნველყოფა და განუმეორებელი კლუბური ატმოსფეროს შექმნა წარმოადგენს.…

კანის ბუსტერი – ღრმა დატენიანება, ნაოჭების გასწორება და კანის ხარისხის გაუმჯობესება

ბუსტერი - ეს არის გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, რომელიც სათავეს ბიორევიტალიზაციისგან იღებს, თუმცა ბევრად კონცენტრირებულია შესაბამისად აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედება და უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ასევე კოლაგენისა…

Art Life Studio – საუკეთესო ადგილი თქვენი შვილების განვითარებისათვის!

Art Life Stuio - ში თქვენი შვილები ქართულ ხალხურ სიმღერებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას პროფესიონალი გუნდის მეშვეობით შეისწავლიან მისამართი : ქ. რუსთავი, მეგობრობის ქუჩა 9 (ფოსტის შენობა მესამე სართული) საკონტაქტო…

„ინვიტა” – ევროპული გამოცდილების გუნდი, ევროპული სტანდარტების აპარატურით

სტუდენტობის პერიოდის ახდენილი ოცნება, შეიძლება ასეც ეწოდოს სამედიცინო ცენტრ„ინვიტას“, რომლის დამფუძნებლის, ექიმ გინეკოლოგის ქეთევან შენგელაიას უდიდესი სურვილი და მიზნისკენ სწრაფვა არასოდეს განელებულა. უცხოეთში მიღებული…

გემოვნებიანი, ორიგინალური და ხარისხიანი ტყავის აქსესუარები „TN Handmade“ – სგან

ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია TN HANDMADE ქალის აქსესუარების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომელიც დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის ორიგინალური დიზაინითა და ხარისხიანი ტყავით მზადდება. „TN Handmade“…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!