ბანკებიბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკა

რა შემოსავალი მიიღო „ლოპოტამ“ 2021 წელს

0
გაზიარება

პანდემიური 2020 წლის შემდეგ, სასტუმრო ბიზნესისთვის 2021 წელი საკმაოდ შემოსავლიანი აღმოჩნდა. მათ შორის, გასული წელი მომგებიანი იყო სასტუმრო „ლოპოტასთვისაც“. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, თითქმის 75%-ით გაიზარდა ნომრების ღირებულება, წლის შემოსავალმა (მოგება) კი 9 მლნ ლარს გადააჭარბა.

უფრო კონკრეტულად, 2021 წელს სასტუმრო „ლოპოტას“ წლის სრული შემოსავალი (მოგება) იყო 9 107 975 ლარი, 2020 წელს კი კომპანია 15,571-მილიონიან ზარალზე გავიდა. ამასთან, სასტუმროს საოპერაციო მოგება 2021 წელს 6,171 მლნ ლარი იყო, 2020 წელს კი 3,058 მილიონიან წაგებაზე გავიდა.

ამასთან, აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, სასტუმროს მფლობელი კომპანიის “ ამონაგებმა 25,188 მლნ ლარი შეადგინა, რაც თითქმის 2,5-ჯერ მეტია 2020 წელთან შედარებით (9,158 მლნ ლარი). ამასთან, 2021 წელს სასტუმრომ ნომრებიდან 16 143 971 ლარის ამონაგები მიიღო, საკვებისა და სასმელიდან – 7 443 029 ლარის, გასართობი და სარელაქსაციო აქტივობებიდან – 1 053 403 ლარის.

2021 წელს სასტუმროს აქტივები 84,712 მლნ ლარი იყო, 2020 წელს კი – 74,045 მლნ ლარი. კომპანიის ვალდებულებების მოცულობამ კი გასულ წელს 65,942 მლნ ლარი შეადგინა.

ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს სასტუმროს დატვირთულობის კოეფიციენტი 51%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 35% იყო.

გარდა ამისა, 2021 წელს სასტუმრო სულ 78 000 სტუმარს მოემსახურა, წინა წელს კი 41 829 სტუმარს.

„ლოპოტა სპა რეზორტის სტუმრების ეროვნულ მიქსში მნიშვნელოვანი ცვლილება იკვეთება გასულ წლებთან შედარებით, 2021 წელს სტუმრების 52% იყო ქართველი, 48% კი უცხოელი. 2020 წელს სტუმრების 87.5% იყო ქართველი. შიდა ტურიზმის ასეთი მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია Covid-19-ის პანდემიით“, – აღნიშნულია ანგარიშგებაში.

2021 წელს უცხოელებიდან ყველაზე დიდი წილი საუდის არაბეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე მოდის – 31%, 4,5% – რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, 2% – ინდოეთის, 1-1% – ისრაელისა და აშშ-ს მოქალაქეები. ასევე, 2021 წელს „ლოპოტას“ სტუმრობდნენ უკრაინის, ყაზახეთის, ქუვეითის და ინგლისის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, თითქმის 75%-ით გაძვირდა ნომრების ღირებულება. კერძოდ, ანგარიშგების მიხედვით, შარშან სასტუმროს ნომრის დღიური ღირებულება შეადგენდა 328 ლარს, 2020 წელს კი 184 ლარს. ოთახებისა და კვების ფასმა დღიურად შეადგინა 445 ლარი, 2020 წელს კი 281 ლარი იყო, აქ ზრდა 58,3%-ია. (ცნობისათვის, 2018 წლიდან სასტუმროში ოთახისა და კვების ფასი გამიჯნულია).

ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფში დასაქმებული იყო 350-მდე თანამშრომელი, საიდანაც 88% არის საოპერაციო პერსონალი, ხოლო 11% წარმოადგენს ადმინისტრაციულ კადრებს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს სასტუმროს პერსონალის ხარჯი 5,784 მლნ ლარი დაუჯდა, მარაგების ხარჯი 4,802 მლნ ლარი იყო, ცვეთის და ამორტიზაციის – 4,030 მლნ ლარი, სხვა საოპერაციო ხარჯი კი 4,447 მლნ ლარი იყო.

ცნობისათვის, შპს „ლოპოტა“ 2016 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის სასტუმროს და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევა. სასტუმრო მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „ლოპოტა ინვესტმენტი“. ამ უკანასკნელის 70%-იან წილს შპს ლოპოტა ტურ სერვისი და 30%-ს შპს ლოპოტა ფლობს. კომპანიას არ ყავს საბოლოო მაკონტროლებელი პირი. კომპანიის დირექტორია გიორგი ქევანიშვილი. სასტუმროში სულ 232 ნომერია.

წყარო : bpn.ge

მსგავსი სიახლეები

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!