ავეჯის დიზაინიდიზაინიინტერიერის დიზაინისაზოგადოებასასტუმროები

რაიმონდ რეზიდენსი – აპარტამენტები ჰარმონიული ინტერიერით

0
გაზიარება

ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარე კურორტი ბაკურიანი, ბოლო წლებში ამ ტიპის მსოფლიოს შვიდ კურორტს შორის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ტურისტებისათვის საყვარელ ადგილად იქცა.

სათხილამურო ტრასებთან, მდინარესთან, მთებთან, ტყესთან და მინდვრებთან ახლოს აშენებული ექსკლუზიური აპარტოტელი, წელიწადის ოთხივე სეზონზე ულამაზესი ხედებით, საუკეთესო ადგილმდებარეობით, ეზოთი და სხვა უამრავი ლუქს დეტალით, ელიტური დასვენებისა და  ცხოვრების შესანიშნავ პირობებს იძლევა.

აღსანიშნავია, რომ დიზაინერმა რაიმონდ ჯგუფის გამოცდილ გუნდთან ერთად ყველა ასაკის დამსვენებლისთვის მოსაწონ გარემოზე იზრუნა. ლუქს აპარტამენტები 47კვ.მ-დან იწყება.

რაიმონდ რეზიდენსი პოტენციურ მყიდველს უამრავ სიახლეს სთავაზობს. Geobusinessnews.com-თან საუბრის დროს, დიზაინერმა თეონა ბექაურმა დაწვრილებით მოგვიყვა, თუ რით არის გამორჩეული ინტერიერი და რატომ ღირს აპარტამენტების შეძენა.

„თამამად შეიძლება განვაცხადო რომ ეს არის პროექტი – შედევრი და გათვლილია გემოვნებიან,  წარმატებულ ადამიანებზე, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ, აქვთ დახვეწილი გემოვნება, სათანადოდ აფასებენ საუკეთესო ნამუშევრებს, აქვთ ატმოსფერულ, ექსკლუზიურ გარემოში ცხოვრების გამოცდილება და იციან, რომ ნამდვილი ბედნიერებაა ასეთ გარემოში ცხოვრება.

პროფესიონალი დიზაინერი თავის საქმეს ყურადღებით ასრულებს. ასევე დამკვეთმა ყოველთვის უნდა მოუსმინოს დიზაინერს. რაიმონდ რეზიდენსი ის იშვიათი პროექტია სადაც ყველაფერი შეთანხმებულად მოხდა, როცა დამკვეთიც და დიზაინერიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ, რთულ გამოწვევებს არ გაურბოდნენ და მრავალთვიანი მუშაობის პროცესის ფინალიც სასურველი ზუსტად ამიტომ აღმოჩნდა. აპარტოტელში ცხოვრება ბედნიერება იქნება მყიდველისთვის, რადგან სრულყოფილ, განუმეორებელ და ამ მიმართულებით საუკეთესო გარემოს ვთავაზობთ“

სამშენებლო კომპანია მყიდველს რამდენიმე ტიპის ბინას სთავაზობს. შესაძლებელია როგორც საპრეზიდენტო აპარტამენტების, ასევე შედარებით მომცრო ფართის უნიკალურად დაგეგმარებული ბინის შეძენა. მყიდველს ყველა ტიპის ბინაში დახვდება ეკომეგობრული, მშვიდი გარემო, სადაც განსხვავებული დიზაინით შექმნილი, საუკეთესო მასალებისგან დამზადებული მაღალი ხარისხის ავეჯი და სხვა განუმეორებელი ნივთები დახვდებათ. ასევე აპარტამენტები აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სამზარეულოს ტექნიკით, ჭურჭლით და ყველა იმ ნივთით, რომელიც ბედნიერი ცხოვრების და დასვენებისთვის არის შექმნილი.

 

თანამედროვე ელემენტებს, შესანიშნავად ერწყმის კლასიკური ელემენტებიც და სივრცეში ჩაშენებულია ბუხრები: უნიკალური ფუნქციებითა და ვიზუალით, რომელიც ცივი ზამთრის ხალისიანად გატარებაში დაგეხმარებათ.

სამზარეულო არის არასტანდარტული და კომფორტზე მორგებული. კვარცის მთლიანი ზედაპირი, მუხის ფასადი, ლოფტ სტილის ელემენტები, ახლებური ხედვა, უმაღლესი ხარისხის მექანიზმები, ჭურჭელი, მაცივარი, რეტრო სტილის ქურა, მოძრავი-რეგულირებადი სანათები, უზარმაზარი სარკე, რომელიც სამზარეულოსთან მოფუსფუსე ადამიანის ზურგს უკან დარჩენილ ულამაზეს ინტერიერს ირეკლავს და  მას მოწყენის საშუალებას არ აძლევს. თითქმის ყველა კუთხეში დამონტაჟებულია მოძრავი ნათურები და სარკეები.

ინტერიერის კედლების მცირე ნაწილი თეთრია, ნაწილი მხატვრების მიერ დატექსტურებული თბილი ბეტონის იმიტაცია, ნაწილი კი გახუნებული ცისფერი ფერის, მაღალი ხარისხის ეკო მეგობრული საღებავით არის დაფერილი. ეს პალიტრა ავეჯის, დეკორისა და იატაკის თბილ ფერებთან, თბილი ნათებით განათებულ სანათებთან, ბუხრის ცეცხლთან, კირქვის ფაქტურასთან ერთად ლუქს კლასის საოცრად მყუდრო, ატმოსფერულ და განუმეორებელ გარემოს ქმნის.

უმაღლესი ხარისხის სანტექნიკის და სხვა დეტალებით აღჭურვილი საპირფარეშოც დაპროექტებულია როგორც მყუდრო ოთახი.

თითქმის ყველა აპარტამენტს აქვს დიდი ვერანდა, საქანელით, სავარძლებითა და სამუშაო ადგილით – ყველა აპარტამენტიდან, უმაღლესი ხარისხის ორმაგმინაპაკეტიანი ალუმინის  ვიტრაჟული ფანჯრებიდან საოცარი ხედები იშლება.

აპარტოტელში გამოყენებული საღებავები არის სრულიად ეკომეგობრული. ანტიალერგიულია და წლების განმავლობაში ინარჩუნებს ხარისხს.

საღებავების გარდა აღსანიშნია, რომ მთელი ინტერიერი ეკომეგობრული მასალებით არის დამზადებული – მათ შორის, სპეციალურად რეზიდენსისთვის შექმნილი განუმეორებელი საავტორო ავეჯი.

საცხოვრებელი გარშემორტყმულია ერთ სივრცეში გაერთიანებული მინი სკვერებითა და მოედნებით, ეზოთი – რომელიც ურბანისტული და ლამაზია, საპარკინგე ადგილებში ელექტროდამტენ ზონებს იპოვით.

რაიმონდ რეზიდენსის ავეჯის, საწოლის, კირქვის ფილებისა და სხვა საგნების ღირებულება დროის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მოიმატებს.

 

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ბრენდი – Soteri

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

ქართული კერამიკა – წარმოგიდგენთ ორიგინალური სასაჩუქრე ყუთებით ქართული სუვენირების საუკეთესო ნაკრებს

2018 წლიდან ქართულ ბაზარზე გამოჩნდა სასაჩუქრე ყუთები, რომელმაც თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე პოპულარობა მარტივად მოიპოვა.  „ქართული კერამიკის“ პროდუქცია წარმოდგენილია ორიგინალური სასაჩუქრე ყუთებით, რომელშიც თავმოყრილია…

ფერედაის ინნ – ქედის მთებში ჩაფლული კოტეჯები, თვალწარმტაცი ბუნება, ცისა და მიწის ჰარმონიული კომბინაცია

მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის ს. გეგელიძეებში 2021 წლიდან ტურისტული განთავსების ობიექტი ,,ფერედაის ინნ" შეიქმნა, რომელიც სასტუმროს ტიპის გლემფინგს წარმოადგენს, რაც გულისხმობს კომფორტულ დაბანაკებას ბუნებასთან…

ლიტვური ბრენდი საქართველოში, ქ. გორში სამკერვალო საწარმო „ლიდერი“- ში შეიკერება!

სასიამოვნო სიახლე "ლიდერისგან" - ლიტვური ბრენდი საქართველოში ქ. გორში სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ • Sewing Enterprise "Leader"-ში შეიკერება! სამკერვალო საწარმო "ლიდერი"-ს  გუნდის მიზანია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!