დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

რამდენ მილიონ ლარს მიაღწია ,,ნიკორა ჯგუფის” შემოსავალმა

0
გაზიარება

“ნიკორა ჯგუფი” მოგებაზე გავიდა. კომპანიამ ობლიგაციების მფლობელებს შემოსავლების ზრდაზეც აცნობა.

2021 წელის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ჯგუფის კონსოლიდირებულმა გაყიდვებმა 749.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 24.3%-ით მეტია წინა წელს დაფიქსირებულ 603.3 მილიონზე. წლიურად, შემოსავალი 24.3%-ით გაიზარდა, ხოლო რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 22.2%-ით, შედეგად, საერთო მოგების მარჟა 1.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 2021 წელს 29.2% შეადგინა.

გასული წელი საცალო ბაზრის მსხვილმა ჰოლდინგმა 30,835 მლნ ლარის მოგებით დაასრულა, 2020 წელს არსებული 13.7 მილიონიანი ზარალის შემდეგ. 68.4% იყო გაზრდილი საოპერაციო მოგებაც, რამაც 45.1 მლნ-ს გადააჭარბა.

„ნიკორას“ ჰოლდინგი 14 შვილობილ კომპანიას აერთიანებს. ფლობს საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელს საქართველოში, რომელიც  388 მაღაზიის სახით არის წარმოდგენილი და საცალო ორგანიზებულ ბაზრზე 17.9%-იანი წილით ლიდერია. ჰოლდინგი ასევე აწარმოებს საკვებ პროდუქტებს, ფლობს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოში და ეწევა სოფლის მეურნეობის საქმიანობას.

„ჩვენი ძირითადი მიზანი და ამოცანებია ნიკორას ბრენდის გათანამედროვება, გაახალგაზრდავება, ბრენდის იდენტობის მომხმარებლამდე მიტანა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებული მომხმარებლების ლოიალურობის ზრდა“, – ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში.

“ნიკორას” 28 მლნ ლარის ობლიგაციები აქვს საფონდო ბირჟაზე განათავსებული, მის შვილობილ “ნიკორა ტრეიდს” – 35 მლნ ლარის.

მსგავსი სიახლეები

გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

4 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 641 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 303 დარღვევა თბილისში…

28 სექტემბერს კონფერენცია სახელწოდებით „გლობალური პერსპექტივები ნეიროქირურგიასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაში” გაიმართება

28 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ის Adjara საკონფერენციო დარბაზში, Global Health Union და RHAZES GLOBAL საერთაშორისო სამედიცინო კონსულტირების ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია სახელწოდებით „გლობალური პერსპექტივები…

საარსებო შემწეობას თბილისში ყოველი მე-9 ადამიანი იღებს

სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში საარსებო შემწეობას ჯამში 137 167 ადამიანი იღებს, საქსტატის მონაცემებით კი თბილისში სულ 1 241 709 ადამიანი ცხოვრიობს, შესაბამისად თბილისში მცხოვრები…

რატომ არის ევროპის საუკეთესო ადგილი მოგზაურობისთვის?

ევროპა მოგზაურობისთვის გამორჩეული მიმართულებაა, სადაც შეგიძლიათ საუკეთესო გამოცდილება და დაუვიწყარი მოგონებები შეიქმნათ, რადგან ევროპას აქვს: 1. მდიდარი ისტორია ევროპის კონტინენტს გააჩნია წარმოუდგენლად მდიდარი და…

22 სექტემბრის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6879 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0129 ლარით გაუფასურდა. ევრო - 2.8637 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!