საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიონლაინ მედიასიახლეები

რამდენად ეფექტურია ფეისბუქი-ბიზნესისთვის?

0
გაზიარება

ფეისბუქი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ეფექტური მართვა და რეკლამირება განაპირობებს კლიენტების რაოდენობის ზრდას და შესაბამისად მეტი გაყიდვების უზრუნველყოფას.

ინტერნეტ მარკეტინგის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა საქართველოში სწორედ ფეისბუქია.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ჩვენ გამოცდილებას, სხვადასხვა ბიზნეს სფეროში, ფეისბუქის ეფექტური მართვის შედეგად მიღებული შედეგების შესახებ.

ფეისბუქის მართვა სამშენებლო ბიზნესის სფეროში

სამშენებლო ბიზნესისთვის ყველაზე იაფი და ეფექტური რეკლამირების საშუალება სწორედ ფეისბუკია. თუმცა, ამ სფეროში კონკურენცია განსაკუთრებით დიდია, ამიტომაც მნიშვნელოვანია იყოთ თქვენი კონკურენტებისგან  გამორჩეული.

ამისათვის პირველ რიგში უნდა შეიქმნას ფეისბუქ გვერდი, ბრენდირებული დიზაინით, როგორიც მაგალითად ჩვენ ერთ-ერთ კლიენტს PlanetPerfecto-ს შევუქმენით.

ეფექტური პროფილის ფოტო და ქოვერი არის უმნიშვნელოვანესი ელემენტები, ფეისბუქის შემდგოიმ მართვის განსახორციელებლად:

გარდა ამისა, ასევე საჭიროა თითოეული სარეკლამო პოსტი იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ამ მიზნით უნდა განხორციელდეს სარეკლამო პოსტების ბრენდირება და შემდგომ ოპტიმიზაცია.

შედეგად, თქვენი რეკლამა ფეისბუქზე იქნება მიმზიდველი, რასაც უზრუნველყოფს რეკლამის დიზაინი და ეფექტური, რასაც უზრუნველყოფს მისი ოპტიმიზაცია.

ისევე, როგორც მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი კლიენტის სარეკლამო პოსტია.

ფეისბუქი პროდუქციის / მომსახურების გაყიდვისთვის

ფეისბუქი განსაკუთრებით ეფექტურია პროდუქციის/მომსახურების გაყიდვის თვალსაზრისით: საკანცელარიო ნივთები, ავეჯი, საკვები პროდუქცია, სარემონტო მომსახურება და ა.შ.

თქვენ შეგიძლიათ წარმატებულად გაყიდოთ ნებისმიერი პროდუქცია/მომსახურება ფეისბუქის ეფექტურად ადმინისტრირების შედეგად.

ისევე, როგორც მრავალმა ჩვენმა კლიენტმა მოახერხა ჩვენი დახმარებით ამის გაკეთება, მაგალითად ქართულმა ჩიფსის ბრენდმა – სუსნიმ.

შეხედეთ, მომხმარებელთა აქტივობას, ისინი ნამდვილად ყიდულობენ ამ უგემრიელეს ჩიფს.

ფეისბუქი ტურისტული ბიზნესისთვის

ფეისბუქის მართვა ტურისტული ბიზნესისთვის სპეციფიკურია, რადგან ძირითადად ხორციელდება უცხოური ბაზრისთვის და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას, თითოეული ქვეყნის მიმართულებით.

გარდა ამისა, რეკლამირება ხორციელდება უცხო ენაზე, საერთაშორისო მასშტაბით, რაც უფრო მეტ ადამიანურ და მატერიალურ რესურს საჭიროებს.

მიუხედავად ამისა, წარმატების მიღწევა ამ მიმართულებითაც შესაძლებელია, ამისათვის კი გჭირდებათ ეფექტური ფეისბუქ გვერდი, მიმზიდველი დიზაინით, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მომსახურებასთან და ერთი შეხედვით აგებინებს პოტენციურ ტურისტს რას სთავაზობთ.

გარდა ამისა, სარეკლამო პოსტები უნდა იყოს თემატური, იმ ძირითადი მიმართულებებით, რაც გაგაჩნიათ, მაგალითად ღვინის ტური, კულტურული ტური და ა.შ.

თქვენი რეკლამა უნდა იყოს მაქსიმალურად მიზნობრივი, ნუ მოედებით მთელ მსოფლიოს, აქცენტი გააკეთეთ კონკრეტულ ქვეყნებზე და სეგმენტზე.

ალტერნატივის სახით თქვენ შეგიძლია განახორციელოთ რეკლამირება Google-ში, Yandex-ზე ან ეფექტური ტურისტული საიტის შექმნის შედეგად, SEO ოპტიმიზაციის დახმარებით გაიკვალოთ გზა პოტენციური კლიენტებისკენ.

ფეისბუქ რეკლამა სამედიცინო სფეროში

სამედიცინო სფერო საკმაოდ სპეციფიკურია, რადგან არსებობს ფეისბუქზე შეზღუდვები, რეკლამათა გარკვეულ კატეგორიაზე, ჩვენ ზუსტად ასეთ საკითხებში დაგეხმარებით, ისევე, როგორც კომპანია Grindeks-ს, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში.

ონლაინ მაღაზიის მარკეტინგი ფეისბუკზე

ფეისბუქ ნამდვილად იდეალურია ონლაინ მაღაზიებისთვის, ხის მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა.

თქვენ მხოლოდ მოთხოვნადი და ხარისხიანი პროდუქცია მოგვაწოდეთ, დანარჩენს მივხედავთ ჩვენ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა

2022 წლის დასაწყისისა და ასევე სრული წლის განმავლობაში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი რეკორდულად იყო გაზრდილი. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოდან ჯამში ექსპორტზე 281 მლნ 420 ათასი დოლარის ღირებულების 462 215 ტონა აზოტოვანი…

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!