დღის სიახლეებისიახლეები

რატომ ჩაიკეტა და როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე

0
გაზიარება

კვირის ბოლოსათვის ცნობილი იქნება პირველადი შედეგი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ შესაბამისი საფრთხეების დონეზე და ვიმსჯელოთ იმის შესაძლებლობაზე, თუ როდის და როგორ აღდგება რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა  განაცხადა.

რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იმიტომ აიკრძალა, რომ გზასთან დაახლოებით, 200 მეტრში, თოვლის დნობის შედეგად, ბზარები განვითარდა, რაც შესაძლოა მეწყრის ჩამოსვლის საშიშროებას წარმოადგენდეს.

მეწყრული უბნის შესასწავლად მოწვეულები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ჩატარებულია და მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, მიმდინარეობს ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომლის დასრულების შედეგად, შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები შეფასდეს.

“აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან, ვინაიდან თოვლის მოსვლის შედეგად, გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით, 200 მეტრში განვითარდა მეწყრული პროცესები. დაკვირვების შედეგად, ბზარებმა დაიწყო მომატება, ზრდა და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოშლის ტენდენცია იყო. ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რიკოთის უღელტეხილზე დროებით შეგვეზღუდა გადაადგილება.

რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურის 109 კმ-იან გზას, რომელზეც ახლა გადართულია სატრანსპორტო მოძრაობა, აღნიშნული გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას აფერხებს, რისთვისაც გზების დეპარტამენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს.

მინდა აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობის გამო და მგზავრთა უსაფრთხოებისათვის იყო მიღებული. ჩვენ ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დროულად აღდგეს რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა და უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველვყოთ საავტომობილო გზებზე,“ – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!