ბიზნესიკვებაპარტნირები

რესტორანი „ჩვენი“ – ჩვენი წარსულისა და აწყმყოს შერწყმა

0
გაზიარება

ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი წარსული და აწმყო – ყველაფერი რაც ჩვენია და ყველაფერი რაც ჩვენ გვიკავშირდება ქართველმა შეფ-მზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა ერთ ეზოში, ერთ სივრცეში – „ჩვენში“ გააერთიანა.

ძველი, ვინტაჟური ტელეფონების გვერდით მოციმციმე გათანამედროვებული ყველასათვის ცნობილი მონალიზაც ამ ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. როგორც კი ფეხს ეზოში შედგამთ აღმოჩნდებით წარსულისა და თანამედროვე ეპოქის გზაგასაყარზე. სწორედ ამ იდეაზე და კონცეფციაზე აწყობილი ადგილი გვაჩუქა შეფმა, სადაც თავს ისე ვგრძნობთ როგორც ჩვენს სახლში, სადაც ბებიები და ჩვენი საყვარელი ადამიანები გველოდებიან…

რესტორანი „ჩვენი“ 2018 წელს გაიხსნა, რომელიც ყველანაირად განსხვავდება თბილისის სხვა კვების ობიექტებისგან. ეს არის ადგილი, რომელიც შექმნილია, არა მხოლოდ გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად, არამედ დასასვენებლად და სიამოვნების მისაღებად. მშვიდ გარემოსთან ერთად შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ მივიწყებული ქართული კერძების თანამედროვე ვერსია, რომელიც იდეალურად ერწყმის გარემოს. გარემო გაფორმებულია ძველებური ნივთებით, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ისტორია აქვს, თითოეული ისტორია კი ჩვენ გვიკავშირდება.

„ჩვენს რესტორანში განლაგებული ნივთები ჩვენი ისტორიული განძია, რომელიც ასახავს ჩვენს ცხოვრებასა და განვითარებას. ნივთები გადმოსცემს ადამიანის განვითარების დონეს, რადგან ნივთები და ადამიანების განვითარება თანხვედრაშია. ადამიანი რომ განვითარდეს სჭირდება ნივთები, რომელიც შემდეგ რჩება ისტორიას. ეს არის მთავარი კონცეფცია ‘ჩვენში“. – განაცხადა შეფ გურამ ბაღდოშვილმა Geobusinessnews-თან საუბრის დროს.

თითოეული კერძი რომლის დაგემოვნებაც „ჩვენიში“ შეგიძლიათ წარმოადგენს ქართულ პოპ-არტ პროდუქტს, სადაც ხვდებით გურამ ბაღდოშვილის საავტორო კერძებს, რომელიც შექმნილია სხვადასხვა კუთხის ინგრედიენტებისგან.  მოგეხსენებათ, საქართველოში დღესასწაულებს განსაკუთრებული დანიშნულება აქვს თითოეული ჩვენგანისთვის, სწორედ ამიტომ გურამ ბაღდოშვილი გთავაზობთ ამ განსაკუთრებული დღეებისთვის დამახასიათებელ კერძებს, როგორიც არის ლობიანი ბარბარობას, ხაჭოს პასკა აღდგომის დღესასწაულზე და სხვა. აღნიშნული კერძების დაგემოვნება სახლიდან გაუსვლელად, გამოძახებით არის შესაძლებელი.

გემრიელ ქართულ კერძებთან ერთად რესტორანში აზიური სამზარეულოც ფუნქციონირებს, რაც საშუალებას გაძლევთ დააგემოვნოთ ტაილანდური წვნიანები და სუში. „ჩვენიში“ აზიური კერძების მიმართულებით მომუშავე შეფებს ხშირად უტარდებათ აზიელი შეფ-მზარეულებისგან მასტერკლასი, რაც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

  ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად ადგილს განსაკუთრებულს ხდის თითოეული თანამშრომელი, რომელიც ერთად ქმნის ჰარმონიულ გარემოს. ოჯახური პრინციპით გადანაწილებული საქმე საბოლოო ჯამში მოწესრიგებულობასთან და იდილიასთან ასოცირდება.  როგორც შეფი აღნიშნავს, მისთვის რესტორანი არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც შეგიძლია მიირთვა სადილი და მას ბევრად მეტი დანიშნულება აქვს :

„ადამიანებმა რესტორნები სასადილოდ აღიქვეს და დაეკარგა ის დანუშნულება რაც უნდა ჰქონდეს. რეალურად რესტორანი არის სივრცე სადაც უნდა დაპატიჟო ადამიანი, რათა განიტვირთო. რესტორანი არ უნდა იყოს მხოლოდ სასადილო, იქ არ უნდა წახვიდე მხოლოდ საჭმელად. იქ უნდა წახვიდე იმიტომ რომ დაისვენო, განიტვირთო მოუსმინო სასიამოვნო მუსიკას და გაატარო კარგი დღე“

რესტორნის მეორე სართული ხშირად გამოიყენება ღონისძიებებისთვის, სადაც მინიმუმ 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ადგილზე არის მოსაწევი ტერასა და ინდივიდუალური 2 სველი წერტილი. უგემრიელეს კერძებს კიდევ უფრო გემრიელს ხდის მშვიდი მუსიკა, რომელიც საღამოს კიდევ უფრო ალამაზებს.

გურამ ბაღდოშვილმა საქართველოსა და ქართული კერძების სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა და ხელი შეუწყო ჩვენი კულტურის გავრცელებას. გურამ ბაღდოშვილის ჯგუფმა საქართველოშიც არაერთი რესტორანი შექმნა, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ბაღდოშვილის ხელწერის ამოკითხვა ყველგან მარტივად არის შესაძლებელი.

„ჩვენი“, „Food & Market”, “ციტადელი“ და „ოვალი“ – იმ ობიექტების ჩამონათვალია, სადაც შეგიძლიათ ძველი კერძები გათანამედროვებელი ინტერპრეტაციით  მიირთვათ.

ციტადელი არის რესტორანი, რომელიც გთავაზობთ ქართულ ტრადიციულ კერძებს. „ციტადელი“, რომელიც IV საუკუნის ჩანაწერებიდან ცნობილ ნარიყალას ციხესიმაგრის კედელთან არის განლაგებული, ნაციონალური სიძველისა და თანამედროვეობის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს.

Food & Market – რესტორანი და ორგანული სამზარეულო, ორი კონცეფციის გაერთიანებაა ერთ სივრცეში. გემრიელ კერძებთან ერთად აქ დაგხვდებათ  სტუმრობისას ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი.

რესტორანი ოვალი – ადგილი, სადაც თავს განსაკუთრებულად იგრძნობთ. განსხვავებული ინტერიერი და კერძები, რომელსაც შეფ გურამ ბაღდოშვილი გთავაზობთ, თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს. აღსანიშნავია ტაილანდური სამზარეულოც, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. უგემრიელეს კერძებთან ერთად, აქ დაგხვდებათ დახვეწილი ინტერიერი და გარემო.

 

 

მსგავსი სიახლეები

ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

ქართული ღვინის გილდია გთავაზობთ კურს, რომელიც ეხება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციას.  აქ შეისწავლით: ‣ დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა; ‣ დეგუსტაციის ორგანიზება; ‣ ღვინითა და ალკოჰოლური…

წამწამების მოცულობის ბუნებრივად გაზრდა

,, წამწამების დაგრძელება" - 1927 წელს მაქს ფატორმა გამოიგონა, წამწამების მოცულობის გაზრდა-ეს არის საშუალება, რომლითაც ქალბატონები კიდევ უფრო ლამაზები და თავდაჯერებულები არიან. ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის…

Meta Business Hotel by King David – ბიზნეს საქმიანობის დასაწყისი, წარმატებისკენ

ალბათ ყველას გვიოცნებია საცხოვრებელ კომპლექსზე, სადაც კომფორტთან ერთად სახლიდან გაუსვლელად შევძლებდით ყველა საქმის მოგვარებასა და დასვენებას, მუშაობას და მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გართობას. ეს ოცნება კი რეალობად…

Natural – 2023 წლისთვის გაახალგაზრდავების სფეროს მთავარი ტენდენცია

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი ყოველთვის ორიენტირებულია ხარისხზე და იმ ტენდენციებზე, რომლებიც მომხმარებლების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარეობს. სიახლე ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრისგან - სისტემა,რომელიც…

“ბიოლმა” THE 5 STARS SUPERIOR HOTEL AWARD ჯილდო მიიღო

„ბიოლმა“ The 5 Stars Superior Hotel Award ჯილდო მიიღო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისთან აცხადებს, აღნიშნული ჯილდო ევროპული სტანდარტების მიხედვით, მაქსიმალური შეფასებაა. „იდეის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!