სტარტაპებიRSS კატეგორიააქსესუარებიდიზაინიდღის სიახლეებიტანსაცმლის დიზაინი

როგორი უნდა იყოს კარგი ქუდი? – “ბებიას” მოქსოვილი

0
გაზიარება

 ჩვენ, ერთი მხრივ, სახლში მყოფ ბებიებს საშუალებას ვაძლევთ, გამოიმუშავონ შემოსავალი საყვარელი ხელსაქმით, ხოლო, მეორე მხრივ, ვქმნით მაღალი ხარისხის თბილ და ეკომეგობრულ პროდუქტს.

ბებიას

როგორი უნდა იყოს კარგი სასრიალო ქუდი?- თბილი… კომფორტული… ხარისხიანი… და რა თქმა უნდა, ბებიას მოქსოვილი.

„ბებიას“ – არის ქართული ბრენდი, რომელიც გთავაზობთ ბებიების ხელით მოქსოვილ ქუდებს და სხვა აქსესუარებს.

“ბებიას” დაფუძნდა 2018 წლის 7 სექტემბერს. “ბებიას” ისტორია უკავშირდება საწარმოს დამფუძნებლის, გიორგი ნოზაძისა და მისი ბებიის სიყვარულით სავსე ურთიერთობას. იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც გიორგიმ ბებიას მოქსოვილი ქუდი დაკარგა. ახალი ქუდის მოქსოვა ბებიამ ვეღარ შეძლო, მალე კი გარდაიცვალა. “მაშინ მივხვდი, რამდენად თბილი იყო ბებიას მოქსოვილი ქუდი და რომ არსებობს ბევრი ბებია, რომელებიც სიამოვნებით მოქსოვდნენ ღუნღულა ქუდებს ახალგაზრდა თაობისთვის, ჩააქსოვდნენ სითბოს და სიყვარულს. სამაგიეროდ მიიღებდნენ არც თუ მცირე შემოსავალს საყვარელი საქმით, სახლიდან გაუსვლელად”.

აქედან დაიბადა ახალი პროდუქტის იდეა, რომელიც ბებიებს შემოსავალს გაუჩენდა, ხოლო ადამიანებს შესაძლებლობას მისცემდა, გამთბარიყვნენ ბებიების მზრუნველი ხელებით მოქსოვილი ქუდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ნაქსოვი, ხარისხიანი ქუდების ქართული ბრენდი ბაზარზე არ არსებობდა, გადაწყდა კომპანიის შექმნა, რომელიც დაასაქმებდა იმ ბებიებს, რომელთაც საზოგადოებაში ინტეგრაცია ყველაზე მეტად სჭირდებათ.

No photo description available.

“დღესდღეობით საქართველოში ხანდაზმული ადამიანები, ერთ-ერთი ყველაზე მივიწყებული და ნაკლებად დაფასებული თაობაა. ისინი არ აღიქმებიან საზოგადოების თანასწორ წევრებად, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გავითარებაში. სახელმწიფო მათ უზრუნველყოფს მინიმალური მხარდაჭერით, რაც არ არის საკმარისი სიბერის ღირსეულად გატარებისთვის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 15% 65 წელს ზევით ასაკის ადამიანია. 620 ათასი ქალი კი არის პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები. ბებიების დიდ ნაწილს პენსია წინასწარ აქვს გამოტანილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.

ეკონომიკურ სიდუხჭირესთან ერთად ასაკის მატება მჭიდროდ უკავშირდება ხანდაზმულთა დეპრესიას. სოციალიზაციის ნაკლებობა, საკუთარი მნიშნელოვნებისა და საჭიროების შეგრძნების დაკარგვა, ნაკლები ფიზიკური და გონებრივი აქტივობა ხელს უწყობს როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური დაავადებების განვითარებას.

ჩვენთან დასაქმებულ ბებიებს ახალი საქმე, ახალი ხალისი და შემართება აქვთ. ერთი სიტყვით, ჩვენ მათ ღიმილი მოვგვარეთ და ვაგრძნობინეთ, რომ საზოგადოებისთვის კვლავ შეუძლიათ ღირებული საქმის კეთება. ისინი ბედნიერები არიან, რომ ისევ გამოიმუშავებენ შემოსავალს, რომელიც არც თუ ისე მწირია, თანაც საყვარელი ხელსაქმით და არა – მძიმე შრომით.” – წერია “ბებიას” ოფიციალურ ვებგვერდზე

მსგავსი სიახლეები

SGBA ბიზნეს სამიტის სპონსორია – არენა ჯგუფი

ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის…

საქართველოში დასაქმებულთა 2.1% აქვს 9 600 ლარი ან მეტი თვიური ხელფასი

2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.1%-ს შეადგენდა, - ინფორმაცია ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული. ეს მაჩვენებლები…

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა და 11,288 მლნ ლარი შეადგინა

2023 წელს 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ, თითქმის, 335%-ით გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე),…

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გამართული ბიზნეს სამიტი Awork უმასპინძლებს

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართული ბიზნეს კომპანიების მიერ, წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!