საბანკო სექტორის მოგების 85% მხოლოდ ორ – „თიბისისა“ და „საქართველოს“ ბანკზე ნაწილდება
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2023 წლის 1-ლი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში 15 კომერციული ბანკიდან 4 ბანკი გავიდა ზარალზე, სხვა ყველა კი მომგებიანი იყო, თუმცა, გასული წლების მსგავსად საბანკო სექტორის მოგების დიდი წილი ორ მსხვილ ბანკზე მოდიოდა.
ოფიციალური მონაცემებით, საბანკო სექტორის 85.2% მხოლოდ ორ ბანკზე – „თიბისისა“ და „საქართველოს“ ბანკზე მოდის. ანგარიშგებების მიხედვით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში „თიბისის“ მოგებამ 237 729 600 ლარი; ხოლო „საქართველოს ბანკის“ წმინდა მოგებამ 282 007 208 ლარი შეადგინა.
ბანკების 2023 წლის 1-ლი კვარტალის მოგების მაჩვენებლები:
- „ბაზისბანკი“ – 14 552 026 ლარი;
- „სილქ ბანკი“ – -1 157 404 ლარი (ზარალი)
- „კრედო ბანკი“ – 5 028 142 ლარი;
- „ქართუ ბანკი“ – 5 422 039 ლარი;
- „ჰალიკ ბანკი“ – 6 389 919 ლარი;
- „ტერა ბანკი“ – 8 434 215 ლარი;
- „ლიბერთი ბანკი“ – 21 758 383 ლარი;
- „პეისერა ბანკი“ – -210 845 ლარი (ზარალი);
- „პაშა ბანკი საქართველო“ – 336 082 ლარი;
- „პროკრედიტ ბანკი“ – 12 918 305 ლარი;
- „ვითიბი ბანკი“ – 11 048 640 ლარი;
- „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 340 495 ლარი;
- „იშ ბანკი საქართველო“ – 4 327 308 ლარი.