წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

0
გაზიარება

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია 1991 წელს დაარსდა და ახლა უკვე მსოფლიოს ფარიკაობის ფედერაციისა და ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის წევრია. ფარიკაობის სკოლები ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობდა და განსაკუთრებულ განვითარებას ავსტრია-უნგრეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში მიაღწია. ის განსაკუთრებულად ლამაზი და დახვეწილი სპორტია, რომელსაც არ გააჩნია შეზღუდვები და ადამიანს ეხმარება გონების სისხარტის გავარჯიშებასა და მოქნილობაში.

განვითარების მიღწევაში საქართველოსაც დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან პირველი სასწავლო ჯგუფი მე-19 საუკუნეში, კერძოდ ქუთაისში ჩამოყალიბდა ავსტრიელი ნიკოლოზ ბრაისის თაოსნობით და ამის შემდეგ გრძელდება წარმატებული ისტორიის შექმნა.  დღესდღეობით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა უამრავი კლუბი, მათ შორის რეგიონებში: იმერეთსა და ქვემო ქართლში.

ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა, რომელმაც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგით მეორე ადგილი დაიკავა და ამით მსოფლიოს საქართველო გააცნო და დაამახსოვრა თავი, როგორც შესანიშნავი და წარმატებული მოფარიკავე.

ჯგუფებში მიღება იწყება ხუთი წლიდან და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფარიკაობით უამრავი შშმ პირი ინტერესდება და მათთვის ეს სპორტი სახალისო და საინტერესოა.

ფედერაცია ჩართულია რამდენიმე მასშტაბურ ღონისძიებაში, მაგალითად: საქართველოს ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები და ახლა უკვე 2023 წლის მაისში ფედერაცია ორგანიზაციას გაუწევს 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ბათუმში.

თბილისში არსებული მთავარი კლუბის მისამართია ჭავჭავაძის 49, სადაც თითქმის უკვე შედგენილია ჯგუფები, თუმცა მთავარია სურვილი და მონდომება, რადგან, ფარიკაობის ფედერაციაში ადგილი ყველასთვის არის.

 

მსგავსი სიახლეები

KONICA MINOLTA

კონიკა მინოლტა: ინოვაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების მომავლისთვის კომპანია Konica Minolta უკვე 150 წლისაა. ტექნოლოგიებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, Konica Minolta დამკვიდრდა, როგორც გლობალური…

სკოლა ეისი

კერძო სკოლა „ეისი“ - გვჯეროდეს წარმატების! 2015 წელს ქ. გორში კერძო სკოლა „ეისი“ შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად 28 მოსწავლისა და 36 მასწავლებლისგან შედგებოდა. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, სწავლების…

ANDRE AUDIT GROUP

,,ანდრე აუდიტი“ 2014 წლიდან საქმიანობს და ის ერთ-ერთი წარმატებული აუდიტორული კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მმართველი პარტნიორია ბატონი ზაზა მჭედლიშვილი, რომელიც ასევე თანამშრომლობს კომპანიასთან როგორც ექსპერტი…

Eriniebi • ერინიები

ციფრული მარკეტინგული სააგენტო, რომელიც სრულად შეისწავლის ბრენდს, ეხმარება მას განვითარებაში, ბაზარზე პოზიციონირებაში და გაყიდვების ზრდაში ერინიების გუნდის წარმატების ფორმულა სიყვარულია, ყველა ბრენდი ვისთანაც ვთანამშრომლობთ,…

Language Centre (LC)

Language Centre (LC) 14 წლის წინ შეიქმნა და თავდაპირველად მხოლოდ უცხო ენები ისწავლებოდა: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, თურქული და არაბული. ინგლისური ენა იყო და არის მთავარი ღერძი ცენტრისთვის,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!