ფინანსებიRSS კატეგორიადღის სიახლეებივაჭრობის სფეროსხვა

სახელმწიფო კონსერვატორია 31 მილიონი ლარის როიალებს შეიძენს

0
გაზიარება

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ როიალების უმსხვილეს მწარმოებელთან – გერმანულ Steinway & Sons-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საერთო ღირებულებაც 31,349,339 ლარს შეადგენს.

ამ თანხით სახელმწიფო კონსერვატორია 79 ერთეულ როიალს შეიძენს. ამ როიალების ფასი 93 ათასი ევროდან 139 ათას ევრომდე მერყეობს. შესასყიდი როიალის საშუალო ფასი კი 98 ათასი ევროა.

კონტრაქტის თანახმად, ამ როიალების მოწოდება 2022-2025 წლებზეა გაწერილი.

სახელმწიფო კონსერვატორიამ კონტრაქტი შპს “აი ემ ტი სი მიუზიკ+”-თან გააფორმა, რომელიც საქართველოში Steinway & Sons-ის მომწოდებელია.

წყარო : BM.GE

მსგავსი სიახლეები

Amazon-ზე “კოდალას” სათამაშოები განთავსდება

ხის სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია “კოდალამ” ევროპის Amazon-ზე განსათავსებლად სათამაშოების პირველი პარტია უკვე გაგზავნა. საუბარია სოციალური საწარმოს 7 სახეობის რამდენიმე ასეულ სათამაშოზე, რომელიც პლატფორმაზე რამდენიმე…

“Fedex საქართველოში” მომსახურების ფასი 10%-ით გაიზარდა

კომპანია "Fedex საქართველოში" ამანათების გამოწერით ქვეყნებს შორის აშშ ლიდერობს, მას გერმანია და ჩინეთი მოჰყვება. როგორც BMG-ის, Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა, წელს…

“კნატი” – განსაკუთრებული სიახლე ნუშის მოყვარულთათვის

ნუშის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლეა - ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია “კნატი” გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ოთხ სხვადასხვა სახეობის ნუშის ხემსს სთავაზობს. კნატის გემოებს შორის შოკოლადის, მარილიანი, მოხალული და…

საქართველოდან რუსეთში სატაცურის ექსპორტი განახევრდა

საქსტატის მიმდინარე წელის იანვარი-მაისის მონაცემებით, სატაცურის ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველოდან 13.9 ტონა (88.2 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, გასული წლის 5 თვეში - 12.8 ტონა (81.9 ათასი აშშ დოლარი)…

სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით – „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის

თუ გსურთ თვალი გადაავლოთ თბილისის ისტორიას, რომელიც ბოლო 100 წელია დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველზე - იწერება, იგრძნოთ კომფორტი, რომელსაც თანამედროვე განათებისა და პასტელური ფერების სინთეზი ქმნის, მაშინ აუცილებლად…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა