აგროსექტორის, სოფლის მეურნეობის სფეროსა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ახალ მხარდამჭერ პროექტს იწყებს და გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, 14 ჰექტარ ფართობზე მოცვის ბაღების გაშენებას გეგმავს. ინვესტიციის მოცულობა 1 320 000 ლარია.
პარტნიორობის ფარგლებში „ქართული მოცვის კომპანია“ წელიწადში 150-დან 170 ტონამდე მოცულობის ლურჯი მოცვის მოსავალს უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე განხორციელდება. გარდა ამისა, პროექტი დასაქმების პროგრამასაც შეუწყობს ხელს. კერძოდ, მუდმივად დასაქმდება 15-დან 20-მდე ადგილობრივი, ხოლო სეზონურად მომუშავეთა რაოდენობა 60-მდე იქნება.
საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სანდრო ძაგნიძე აღნიშნავს, რომ ბანკის ჩართულობა და მსგავს პროექტებში მონაწილეობა დიდად შეუწყობს ხელს საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უცხოურ ბაზარზეც და, ასევე, ქვეყნის შიგნით აგროსექტორის განვითარებას. ძაგნიძის განმარტებით, ბანკი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი უკვე წლებია, არაერთი პროექტის ორგანიზატორი და მონაწილეცაა. ინოვაციური მიდგომით, ქვეყნის ბაზრის ლიდერი კომერციული საფინანსო ინსტიტუტი ხელს უწყობს მცირე მეწარმეების ეკონომიკურად წელში გამართვას. განსაკუთრებულ ყურადღებას ბანკი სტარტაპ წამოწყებებს აქცევს და მათ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
- მთავარი
- დღის სიახლეები
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში 14 ჰა ფართობის მოცვის ბაღები გაშენდება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში 14 ჰა ფართობის მოცვის ბაღები გაშენდება
მსგავსი სიახლეები
საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი შემცირდა
საქართველოში შემოსავლებს შორის განსხვავება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0,1 პუნქტით შემცირდა და 0.36 ნიშნულს მიაღწია - საქსტატი ჯინის კოეფიციენტის…
მასკის ჩიპების კომპანია Neuralink-მა ადამიანებზე კვლევების დაწყების ნებართვა მიიღო
ილონ მასკის Neuralink-მა შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) მიიღო ნებართვა, დაიწყოს „ადამიანის პირველი კლინიკური კვლევა“. ეს მთავარი ნაბიჯია კომპანიისთვის, რომელიც ცდილობს განავითაროს…
29 მაისის ვალუტის კურსი
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5800 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5810 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 25 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5876…
უფასო აპლიკაციის საშუალებით ძველი საბერძნეთის ნახვა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი
საბერძნეთმა მობილური აპლიკაცია ჩაუშვა, რომლითაც აკროპოლისისა და პართენონის (ათენას ტაძრის) ძველ დროში ნახვა არის შესაძლებელი - „ევროპულსი“ ახალი აპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტსა და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს იყენებს,…
საქართველოში შესაძლოა, მზესუმზირის ზეთი გაიაფდეს
საქართველოს ზეთის იმპორტი უიაფდება.როგორც ცნობილია, რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ივნისში განულდება, მაშინ, როცა მაისში ტონაზე 1,122 რუბლს (14 დოლარს) შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 4 თვეში,…