დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს რეგიონებში ტურისტულ ობიექტებზე მოთხოვნა გაიზარდა

0
გაზიარება

“საქმიან დილასთან” საუბრისას სექტორის წამორმადგენლებმა აღნიშნეს, რომ ზრდის ტენდენცია პანდემიური ფონის შესუსტებამ და ტურისტების მატებამ გამოიწვია. ტურიზმის გამოცოცხლების მაგალითია “კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი”, ცნობილ წალკის კანიონზე.

“კასს ლენდ დაიმონდ რეზორტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ეთი ბეკურაშვილი აღნიშნავს, რომ 240 მეტრი სიგრძის მინის ხიდი როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტების ინტერესის საგანია, რაც მათ რაოდენობას ზრდის.

“გასულ წელს 100 000 ვიზიტორზე მეტს ვუმასპინძლეთ და წელს უკეთესი მოლოდინი გვაქვს. ზუსტ რიცხვებზე საუბარს მოგვიანებით შევძლებთ, თუმცა მანამ გეყვით, რომ უცხოელი ტურისტების ჩამონათვალი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ მრავალფეროვანია. ურთიერთობა სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებთან გვაქვს. წელს აქტიურობას ისეთი ქვეყნებიდან ველოდებით, როგორიცაა, ინდოეთი, ჩინეთი, ტაილანდი, ისრაელი და რაღა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები. ამ ეტაპზე ფასები ქართველებისთვის 19 ლარიდან 29 ლარამდე მერყეობს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 34-დან 49 ლარამდე”, – აღნიშნა ეთი ბეკურაშვილმა.

ტურისტების გააქტიურებას პანდემიის დასრულებას უკავშირებს “ახალციხის ციხის” (რაბათი) დირექტორი ზაზა თამარაშვილი, მისი თქმით, გასული წლის ოთხ თვესთან შედარებით წელს ტურისტების რაოდენობა 33%-ით გაეზარდათ.

“თუ ტურისტულ სივრცეს გასულ წელს 91 000 ვიზიტორი ესტუმრა, წელს ეს მაჩვენებელი მინიმალური გათვლებით 100 000-იან ნიშნულს გადააჭარბებს. ახალციხის ციხის კომპლექსში შესვლა უცხოეთის მოქალაქეებისთვის 18 ლარი ღირს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის 7ლარი”, – განაცხადა თამარაშვილმა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 4 თვეში, საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას თითქმის 50 000 ვიზიტორი ეწვია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ეს რიცხვი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 34%-ით არის გაზრდილი.  სააგენტოში განმარტავენ,რომ 2023 წლის 4 თვეში, სათაფლიას 94%-ით, ოკაცეს კანიონს 44%-ით, მარტვილის კანიონს 30%-ით, ხოლო პრომეთეს მღვიმეს 21%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მსგავსი სიახლეები

საწვავის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში

მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასები განსხვავებულია. ნავთობითა და ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებში ბენზინის, დიზელისა თუ სხვა სახის ნავთობპროდუქტების ფასები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა თითქმის…

თხილის ექსპორტი გაიზარდა

საქართველომ 2023 წლის იანვარ-აპრილში 30.6 მლნ აშშ დოლარის 6 283 ტონა თხილი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 27.5 მლნ აშშ დოლარის 5 588 ტონა თხილი. ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალi, სადაც საქართველომ 2023 წელს ყველაზე დიდი…

სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ 5-ეული

Global Startup Ecosystem Index-ის ყოველწლიურ რეიტინგში სტარტაპებისთვის საუკეთესო ქვეყნები გამოვლინდა, ესენია: აშშ დიდი ბრიტანეთი ისრაელი კანადა შვედეთი ხუთეულში შემავალი ქალაქების რეიტინგში აშშ-ის ოთხი ქალაქი მოხვდა - …

სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში საჯარიმო სანქციები იზრდება

პროექტის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი ჯარიმების ოდენობები შემდეგი სახით იზრდება: ნებართვის გარეშე სამედიცინო საქმიანობაზე 10 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!