დღის სიახლეებისიახლეები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკას ვალდებულება ექნება საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს

0
გაზიარება

2025 წლიდან ყველა კლინიკას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არის ჩართული, ექნება ვალდებულება, საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს. ძალიან მალე კლინიკებში მომსახურება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

„მოგეხსენებათ, გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით სტანდარტების განსაზღვრა. დღეს იყო ერთ-ერთი ასეთი. წინა პერიოდში განვსაზღვრეთ რეანიმაციისთვის, მაგალითად, ახლა გვქონდა ქირურგიის სტანდარტი და ეტაპობრივად მივყვებით. ყველა მიმართულებას ექნება თავისი სტანდარტი, როგორც ოთახების მოწყობის, აღჭურვის, ასევე სხვადასხვა კომპონენტების. საბოლოოდ, 2025 წლიდან ჩვენ გვექნება უკვე ვალდებულება, ყველა კლინიკისთვის, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არის ჩართული, საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს. შესაბამისად, აქტიურად მივყვებით იმ გეგმას, რაც ამ მიმართულებით გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურება გვექნება კლინიკებში“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილის

მსგავსი სიახლეები

2024 წლის შემოდგომაზე, გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება

„2024 წლის შემოდგომაზე გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით,…

16 მაისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6866 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0457 ლარით გაუფასურდა. ევრო - 2.9577 ლარი აშშ დოლარი -…

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა, რომელსაც ბრიუსელი ევროპის საიმიგრაციო სისტემის „ნიშანდობლივ რეფორმად“ მიიჩნევს. „თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციის პაქტი უფრო სამართლიან…

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იკლებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”. თბილისის…

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება – „სენტა ოილი“

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება- „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე იაკობიძის თქმით, ბოლო 2 კვირაა მსოფლიო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით, ფასი მცირდება, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე აისახა, საცალო გაყიდვებში კი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!