დღის სიახლეებისიახლეები

სექტემბრიდან გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყება

0
გაზიარება

„სექტემბრიდან, სავარაუდოდ, დაიწყება გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი,“ – ამის შესახებ „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა.

იორდანაშვილმა ავტომობილების ტექინსპექტირების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, გასულ თვეში მიმართვიანობა 20%-ით გაზარდა. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში 1 600 000 რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებაა და აქედან ტექინსპექტირებას 800 000 ერთეული ტრანსპორტი გადიოდა. ტექინსპექტირებისას დახარვეზების მაჩვენებელი კი დაახლოებით, 200 ათასზე მეტია.

„ამ წლიდან, სავარაუდოდ სექტემბრიდან, დაიწყება გზებზე ავტომობილის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი. ამ მექანიზმის აღსრულება გარემოს ზედამხედველობის სამსახურს დაევალება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეფორმის მიმდინარეობას,“- აღნიშნა იორდანიშვილმა.

გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის სპეციალური აპარატებით გაკონტროლება იგეგმება, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშიც არის ინიცირებული და საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მხარიც დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!