საზოგადოებასაინტერესო სიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

შვიდი ყველაზე ძვირადღირებული სახლი, რომელიც ცნობილ ადამიანებს ეკუთვნით

0
გაზიარება

ის სასახლეები, რომლებიც განლაგებულია ჰოლივუდის გორაკებში და ათასობით ჰექტარ მიწას იკავებს, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ადამიანებს ეკუთვნით.

ზოგიერთი მათგანი უბრალოდ იმიტომ ყიდულობს სახლებს, რომ პაპარაცებს თავი დააღწიონ და სიმშვიდეში იცხოვრონ, ზოგი კი მუდმივ საცხოვრებლად იყენებს.

ეს იმ სახლების ჩამონათვალია, რომლებშიც ვარსკვლავებმა მილიონობით დოლარი დახარჯეს:

  • ბილ გეითსი

მაიკროსოფტის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა ამ სახლის აშენებაში შვიდი წელი და 63 მილიონი დოლარი დახარჯა, რომელსაც „ქსანადუ 2.0“ დაარქვა.

შენობას, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს, შვიდი საძინებელი და 18 სააბაზანო აქვს. მილიარდელის სახლში ასევე სხვადასხვა ტექნოლოგიებს აღმოაჩენთ.

  • ჯორჯ კლუნი

მსახიობმა „ვილა ოლეანდრა“ 2002 წელს 12.3 მილიონ დოლარად შეიძინა, რომელიც იტალიაში, კომოს ტბასთან მდებარეობს.

საკუთრება მე-18 საუკუნეში არის აშენებული, რომელშიც განთავსებულია სპორტ დარბაზი, საცურაო აუზი, ტენისის კორტები და გარე თეატრი. კლუნს პიცის განსაკუთრებული სიყვარულის გამო, ცალკე ოთახიც აქვს, რომელშიც პიცის დამზადება არის შესაძლებელი.

„იტალიაში ცხოვრება მშვენიერია. აქაურობა დამეხმარა მეგრძნო თავი მშვიდად“ – განაცხადა მსახიობმა.

  • ჯორჯ ლუკასი

„ვარსკვლავური ომების“ შემქმნელის, ჯორჯ ლუკას სქაივოქერის სახლი მდებარეობს კალიფორნიაში, რომელშიც მან 100 მილიონი დოლარი დახარჯა.

მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ სახლში განთავსებულია სქაივოქერის ხმის სტუდია, ჯორჯ ლუკასის ოფისები და ბიბლიოთეკები, სადაც უამრავი წიგნია ფილმებზე.

ფილმების გარდა, რეჟისორს აქვს საკუთარი ვენახი, ფიტნეს ცენტრი, გარე საცურაო აუზი და ყველასათვის საყვარელი „იოდას“ ქანდაკება.

  • ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

ერთ-ერთი სახლი, სიმდიდრე რომელსაც ვარსკვლავურ წყვილს დღემდე ვერ გაუყვია, საფრანგეთში მდებარე “Chateau Miraval” არის. სასამართლოს თანახმად, ჯოლიმ საკუთარი წილი 2021 წლის ოქტომბერში გაყიდა, რაზეც ბრედ პიტი დღემდე ედავება და აცხადებს, რომ შეთანხმების გარეშე, გაყიდვა ვერ მოხდებოდა.

486 ჰექტარზე გაშენებული ვილა აშენდა მეჩვიდმეტე საუკუნეში და მასში მდებარეობს 35 ოთახი, სპა, სპორტ დარბაზი, გარე და შიდა საცურაო აუზი, სახლის კინოთეატრი, ვიდეო თამაშებისთვის განკუთვნილი ოთახი და ვენახი.

  • თაიგერ ვუდსი

ამერიკელმა გოლფის მოთამაშემ, თაიგერ ვუდსმა 54.5 მილიონ დოლარად რეზიდენცია ფლორიდაში შეიძინა, რომელსაც განსაკუთრებული მახასიათებლები ახლავს.

ტერიტორიაზე არის გოლფის სათამაშო და საკალათბურთო მოედანი, ასევე ტენისის კორტები და 30 მეტრიანი აუზი.

  • ტომ კრუზი

რანჩო რომელიც მსახიობმა 39 მილიონ დოლარად კოლორადოში შეიძინა, 2021 წელს გაყიდა, თუმცა, აღსანიშნია, რომ ის მას განსაკუთრებით უყვარდა, რადგან 2005 წელს ოპრა უინფრის ინტერვიუ ზუსტად აქ არის ჩაწერილი და არდადეგებს ოჯახთან ერთად ყოველთვის აქ ატარებდა.

  • ბრიტნი სპირსი

14 მილიონიანი იტალიური სტილის ვილა მომღერალმა 14 მილიონ დოლარად შეიძინა და ქმართან, სემ ასგარისთან ერთად ცხოვრობს.

ვილაში განთავსებულია ხუთი დიდი საწოლი ოთახი, შვიდ ნახევარი სააბაზანო და ექვსი ავტოფარეხი.

 

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

2024 წლის უმდიდრესი ძირძველი ამერიკელი ტომები

2024 წლის მონაცემებით, ამერიკის ძირძველი ინდიელების ტომების ქონება გაიზარდა. სემინოლის ტომი - 764 მილიონი დოლარი ფლორიდაში მცხოვრები “სემინოლის ტომი“ აკონტროლებს Seminole Hard Rock Hotel & Casino-ების ქსელების 72%-ს. ტომი…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია ლუქს კლასის საცხოვრებელი კომპლექსი-Raimond Residence

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ბიზნეს სამიტი 2023-მა თვალის კლინიკა – “ახალ მზერას” უმასპინძლა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გამართება, რომელსაც 400-მდე დელეგატი ესწრებოდა. სამიტი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!