27 ივლისიდან სილქნეტის აბონენტებს ულიმიტო პაკეტების შეძენა გაუძვირდებათ – ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სატარიფო ცვლილებები ასე ნაწილდება:
● ერთდღიანი ულიმიტო – ამჟამად არსებული ფასი 1.5 ლარი, 27 ივლისიდან 2 ლარი;
● ხუთდღიანი ულიმიტო – ამჟამად არსებული ფასი 6 ლარი, 27 ივლისიდან 7 ლარი;
● 30-დღიანი ულიმიტო – ამჟამად არსებული ფასი 30 ლარი, 27 ივლისიდან 32 ლარი.
მიმდინარე წლის მარტში “მაგთიმ” ულიმიტო ინტერნეტ ტარიფების გადახედვის შესახებ გაამოაქვეყნა ინფორმაცია, თუმცა ამჟამად კომპანია ამ ტარიფებს აქციის პირობებში კვლავ ძველ ფასად ყიდის. საუბარია დღე-ღამის ინტერნეტ პაკეტზე, რომელიც აქციის პირობებში 1.5 ლარი ღირს, თუმცა მისი ფასი აქციის გარეშე 2 ლარია, ასევე 7-დღიან პაკეტზე, რომელიც აქციის პირობებში 7 ლარი ღირს, თუმცა აქციის გარეშე 9 ლარი ღირს, ასევე 30-დღიან პაკეტზე, რომელიც აქციის ფარგლებში 30 ლარი ღირს, აქციის გარეშე კი 32 ლარი.
მობილურ ოპერატორებს საკუთარი სერვისების ფასდადების ცვლილება 2021 წლის 1 ივლისიდან შეუძლიათ, რადგანაც კომუნიკაციების კომისიამ “სატარიფო მოქნილობის” დაბრუნების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. იქამდე თითქმის ორი წლის განმავლობაში კომპანიებს ტარიფების ცვლილება მარეგულირებლის თანხმობის გარეშე არ შეეძლოთ.
“სილქნეტი” ულიმიტო მობილურ ინტერნეტს აძვირებს
მსგავსი სიახლეები
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო „საირმე“ გახდა
სასტუმრო „საირმემ“ Welcome to Georgia-ს 2022 წლის შემაჯამებელ ცერემონიაზე, ზედიზედ მეორედ, „საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმროს“ ჯილდო მოიპოვა. ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის დაჯილდოებაზე, 350 მონაწილიდან, სულ 24…
თებერვალში მშენებლობა წლიურად 5%-მდე გაძვირდა
2023 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობა თითქმის 5%-ით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით…
Netflix-ის მძაფრსიუჟეტიან ფილმში Extraction 2 ქართველი მსახიობები ითამაშებენ
Netflix-ის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, Extraction 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელ კრის ჰემსვორტთან ერთად ქართველ მსახიობებსიც ჩანან. Extraction 2-ში მსახიობები თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე…
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5390 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 5აპრილის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5420…
ფორმულა 1-ის პარტნიორ პრემიუმ ბრენდებს საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს
წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, ფორმულა 1-ის ჩემპიონატი, მარტიდან მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ავტორბოლის ყველაზე ძვირ და მაღალტექნოლოგიურ სახეობაში რბოლა ნოემბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულიც ამ…