ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

Subway-ს წარმატების საიდუმლო და გზა მილიარდებამდე

0
გაზიარება

Subway მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი რესტორნების ქსელია და თავის ბიზნესს სენდვიჩზე ფოკუსირებით მუდმივად ზრდის. ის არის ერთ-ერთი ფრენჩაიზი, რომელიც ყველაზე სწრაფად ფართოვდება მთელ მსოფლიოში. ამჟამად კვების ობიექტს 111-ზე მეტ ქვეყანაში, 44,000-ზე მეტი ლოკაციას ფლობს. მათ შორის საქართველოშიც.

2002 წელს მან გადაუსწრო აშშ-ს ყველა სხვა სწრაფი კვების ქსელს და გახდა ყველაზე წარმატებული.

საინტერესოა, როგორ შეძლო ბიზნესმა ასეთი წარმატების მიღწევა?

დასაწყისი

Subway-ის დამფუძნებელი, ფრედ დელუკა თავდაპირველად სამედიცინო კარიერის განვითარებას გეგმავდა. ფრედი ღარიბი ახალგაზრდა იყო, რომელსაც სწავლის საფასურის გადახდაც კი არ შეეძლო, ამიტომ დამფინანსებელს გამუდმებით ეძებდა.

სენდვიჩის რესტორნის შექმნის იდეა მას ნათესავმა შესთავაზა. დასახმარებლად მას ფიზიკის დოქტორმა პიტერ ბაკმა თავდაპირველად 1000 დოლარი ასესხა და მისი ბიზნეს პარტნიორიც გახდა. დაწესებულებას, სადაც სენდვიჩები იყიდებოდა თავდაპირველად Pete’s Super Submarines ერქვა. უნიკალური გეგმის მიხედვით, მათ შეძლეს და ათ წელიწადში 32 ლოკაცია გახსნეს.

1965 წელს ფრედ დელუკამ პიტერ ბაკისგან 1000 დოლარი ისესხა და კონექტიკუტის შტატში თავისი პირველი რესტორანი გახსნა – სწორედ ეს მოვლენა ითვლება ზღაპრის დასაწყისად. გამომუშავებული მცირე მოგებით, დელუკამ შეძლო და უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა. თუმცა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. 1968 წელს ბიზნეს პარტნიორებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თავიანთი რესტორნების ქსელის რებრენდინგი და ახალი სახელწოდება Subway შეურჩიეს.

უპრეცედენტო წარმატება

Subway-ს დიდი დრო არ დასჭირდა გაფართოებისთვის. 1978 წელს კალიფორნიაში პირველი Subway გაიხსნა, 1984 წლისთვის კი ბაჰრეინში ფრენჩაიზის გაშვებით, კომპანიამ გააფართოვა თავისი წვდომა მთელს მსოფლიოში.

2015 წლამდე ფრედი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. თუმცა ორწლიანი ავადმყოფობის შემდეგ, მან მმართველის ადგილი სიუზან გრეკოს გადასცა.

მიუხედავად იმისა, რომ Subway-ის დამფუძნებელი გარდაიცვალა, კომპანია განაგრძობდა უპრეცედენტო ზრდას. დღეს Subway-ს ყველაზე მეტი რესტორანი 26,744 ფილიალის სახით აშშ-ში აქვს. 2007 წლიდან დაწყებული, Entrepreneur-ის ტოპ 500 ფრანჩაიზის სიაში, Subway მუდმივად ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს.

Subway როგორც გლობალური ბრენდი

მიუხედავად წარმატებისა, Subway-ს თავისი ისტორიის განმავლობაში ხშირად უჭირდა ინდუსტრიაში წამყვანი როლის შენარჩუნება. 1974 წელს Subway-მ თავისი კომპანია ფრენჩაიზინგის ბიზნეს მოდელით დაიწყო.

ზუსტად რვა წლის შემდეგ, კომპანია 16 მაღაზიიდან 200 ლოკაციამდე გაფართოვდა, განიცადა მრავალი ცვლილება და დიდი გამოცდილებაც მოიპოვა.

წარმატების საიდუმლო

Business Insider-ის თანახმად, Subway არის ერთ-ერთი სასადილო, რომელსაც აქვს ყველაზე დაბალი ღირებულება ფრენჩაიზის დაწყებისას. ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ბიზნესი ასეთი წარმატებულია.

CNN Money-ის ცნობით, დელუკამ სენდვიჩის შექმნის ბიზნესი ფრენჩაიზის ჯადოსნობაში გადააქცია და გარკვეულ ასპექტებში მაკდონალდსაც კი აჯობა.

დღეს მისი კაპიტალიზაცია 10.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყარო: therichest.com

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!