დღის სიახლეებისიახლეები

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

0
გაზიარება

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია.

კვლევის ავტორები წერენ, რომ ლისაბონს მოგზაურობის მოყვარულები დიდი ხანია, კარგად აფასებენ. კერძოდ, ქალაქი ფართოდ არის ცნობილი თავისი ფერადი შენობებით, ლამაზი პეიზაჟებითა და თბილი კლიმატით, თუმცა ტურისტებს მხოლოდ ეს არ ხიბლავთ. ლისაბონი, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე იაფი მიმართულებაა რეიტინგში. კერძოდ, ქალაქში ერთი კვირით დასვენება, საშუალოდ, 385 ევრო ღირს.

იმის მიუხედავად, რომ ეს ფასები ინფლაციის გამო შესაძლოა, მალე გაიზარდოს, ხოლო ტურისტებისთვის ღამისთევის დამატებითი გადასახადიც იმატებს, დასვენების მთლიანი ღირებულება, ევროპის სხვა დედაქალაქების უმეტესობასთან შედარებით, მაინც დაბალია. პორტუგალიელები, ესპანელებისა და იტალიელების შემდეგ, ყველაზე მეგობრულ მასპინძლებად დასახლედნენ, ხოლო ინგლისური ენის ცოდნაში ნიდერლანდების შემდეგ საუკეთესონი არიან.

ტურიზმის მხრივ 2024 წლის საუკეთესო ევროპული დედაქალაქებია:

  • ლისაბონი, პორტუგალია (კვირაში ტურისტის საშუალო ბიუჯეტი – 385 ევრო)
  • ამსტერდამი, ნიდერლანდები (465 ევრო)
  • პრაღა, ჩეხეთი (365 ევრო)
  • ვარშავა, პოლონეთი (395 ევრო)
  • მადრიდი, ესპანეთი (440 ევრო)
  • ზაგრები, ხორვატია (425 ევრო)
  • ლონდონი, დიდი ბრიტანეთი (575 ევრო)
  • რომი, იტალია (505 ევრო)
  • ბერნი, შვეიცარია (725 ევრო)
  • პარიზი, საფრანგეთი (640 ევრო)

VisaGuide.World მსოფლიოში ვიზების შესახებ უფასო ონლაინ საინფორმაციო გზამკვლევია. ერთ-ერთი წამყვანი სავიზო საინფორმაციო ვებგვერდი მსოფლიო ქვეყნებში მნიშვნელოვანი სავიზო სიახლეებისა და განახლებების შესახებ ადვილად წასაკითხ ინფორმაციას ავრცელებს. VisaGuide.World 2017 წელს ჩაეშვა, რომელსაც ინფორმაციის მისაღებად ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტი მკითხველი სტუმრობს.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგი – მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით

Henley and Partners ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგს, სადაც ასახელებს 50 ქალაქს იქ მცხოვრები მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. მდიდარი ქალაქების სია: 1. ნიუ-იორკში 60…

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარს მიიღებს

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს, ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად…

ადგილობრივი ექსპორტი 18.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 805.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2024…

EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი სუბსიდირების ფარგლებში 195 ევრო, ხოლო ორი ფრენის ფასი 390 ევრო იქნება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე განცხადებით, ევროპის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ფრენებზე სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ბილეთები კვირის ბოლომდე შესაბამის პლატფორმაზე განთავსდება. ერთი ფრენის ფასი სუბსიდირების…

იანვარ-აპრილში ექსპორტი 10.1% შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.3%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.563 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!