ბიზნესიდღის სიახლეები

სვანეთში ახალი სასტუმრო “ლატველი” გაიხსნა

0
გაზიარება

სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში, კიდევ ერთი ახალი სასტუმრო „ლატველი“ გაიხსნა.

სასტუმროს პროექტში 390 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც ნაწილი სესხი იყო, ნაწილი კი პირადი ფინანსური რესურსი. როგორც BM.GE-სთან „ლატველის“ მფლობელი გიორგი მოსულიშვილი ამბობს, სასტუმრო ბიზნესში შესვლის სურვილი ჯერ კიდევ 2019 წელს გაუჩნდა.

„2019 წელი მესტიისთვის ტურისტულად აქტიური იყო. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ პროექტის განხორციელება გადავწყვიტეთ. პანდემიამ მისი შესრულება დროებით შეაფერხა და ამიტომ მესტიაში, ლატველში ამავე დასახელების სასტუმრო წელს, ივლისში ავამოქმედეთ“, – ამბობს გიორგი მოსულიშვილი.

16-ნომრიანი სასტუმრო დღეს სტუმრებს 2-3 კაციან ნომრებს საუზმით სთავაზობს, სადაც ივლისში 1 ღამით დაჯავშნის ღირებულება 170 ლარია, აგვისტოში კი 180 ლარი.

„სასტუმრო დაინტერესებული პირებისთვის ტურების ორგანიზებასაც ახორციელებს. არის შემთხვევები, როდესაც სამანქანე ან საცხენოსნო ტურებით ინტერესდებიან და ჩვენ ამას ვაწყობთ“, – აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი.

სასტუმრო „ლატველმა“ ჯავშნების მიღება ჯერ კიდევ გახსნამდე, დეკემბერ-იანვრიდან დაიწყო და სექტემბრამდე დატვირთვა 80% იყო, თუმცა როგორც გიორგი მოსულიშვილი ამბობს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროპიდან ჯავშნები უქმდება. სასტუმროს დატვირთვა დღეისთვის მინიმალურია და მოთხოვნა ძირითადად ადგილობრივებზე მოდის.

დღეისთვის სასტუმრო „ლატველი“ 6 სამუშაო ადგილს ქმნის.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!