ბიზნესიდიზაინიპარტნირები

Teno – ტექსტილის მწარმოებელი ქართული კომპანია

0
გაზიარება

თენო’’ ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სახის ტექსტილს, თეთრეულს, ფარდებს, ბალიშებსა და საბნებს აწარმოებს. კომპანია ორიენტირებულია ძირითადად სასტუმროების მომსახურებაზე, მაგრამ ხშირად ემსახურებიან რესტორნებსა და საავადმყოფოებსაც.

როგორც Geobusinessnews-თან საუბრის დროს კომპანიის დამფუძნებელმა, ნონა ხუბულურმა აღნიშნა, პროდუქციის წარმოება საკუთარი სახლიდან 10 წლის წინ დაიწყო, მოთხოვნის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა კომპანიის გაფართოვება და თანამშრომლების აყვანა.

No photo description available.

«თენო» მომხმარებელს ადგილობრივ პროდუქციასთან ერთად უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციასაც სთავაზობს, თუმცა ძირითადად ადგილობრივ პროდუქციაზე არიან ორიენტირებულნი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, «თენოს» გუნდის დამოკიდებულება თითოეული შეკვეთის მიმართ. ყველა მათგანთან ინდივიდუალური კავშირი აქვთ და ინდივიდუალურად განიხილება მათი მოთხოვნაც. ადგილზე მიდიან, ეცნობია დამკვეთის ინტერესებსა და სურვილებს და შემდეგ იწყებენ შეკვეთაზე მუშობას. სწორედ ამიტომ 10 წლის განმავლობაში ერთგული მომხმარებლების დიდი არმია ჰყავთ.

«თენო» წარმატებული ქართული ბიზნეს ასოციაციის წევრია. ნონა ხუბულურის თქმით, ასოციაცია დაეხმარება ბრენდის პოპულარობაში.

ასოციაცია გვეხმარება გაყიდვებში. ჩვენ ძირითადად გვჭირდება გაყიდვების გაზრდა და ცნობადობის ამაღლება.  არსებობს სხვადასხავა თურქული ბრენდები, რომელთაც უკვე აქვთ სახელი, რეალურად პროდუქცია ჩვენ უკეთესი გვაქვს, მაგრამ რადგან ჩვენ არ ვართ ბრენდი ცოტა გვიჭირს მათთვის კონკურენციის გაწევა’’

კომპანია ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრების შემდეგ გეგმავს უცხოურ ბაზარზე გასვლას. მიუხედავად გადაზიდვის პრობლემებისა მოთხოვნების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. კომპანიის დამფუძნებელს კი მიაჩნია, რომ ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად «თენო» შეძლებს კონკურენციის გაწევას და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას.

 

სტატიის ავტორი : ნანა ჩადუნელი

მსგავსი სიახლეები

Prime Fit – მომსახურების უნიკალური სერვისი და პროფესიონალი გუნდი თქვენს სამსახურში

2022 წელს, თბილისში მაღალი ხარისხის ფიტნეს სივრცის განვითარების მიზნით Prime Fit შეიქმნა,სადაც პრიორიტეტს კლიენტებისთვის ვარჯიშის უნიკალური გამოცდილების უზრუნველყოფა და განუმეორებელი კლუბური ატმოსფეროს შექმნა წარმოადგენს.…

კანის ბუსტერი – ღრმა დატენიანება, ნაოჭების გასწორება და კანის ხარისხის გაუმჯობესება

ბუსტერი - ეს არის გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, რომელიც სათავეს ბიორევიტალიზაციისგან იღებს, თუმცა ბევრად კონცენტრირებულია შესაბამისად აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედება და უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ასევე კოლაგენისა…

Art Life Studio – საუკეთესო ადგილი თქვენი შვილების განვითარებისათვის!

Art Life Stuio - ში თქვენი შვილები ქართულ ხალხურ სიმღერებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას პროფესიონალი გუნდის მეშვეობით შეისწავლიან მისამართი : ქ. რუსთავი, მეგობრობის ქუჩა 9 (ფოსტის შენობა მესამე სართული) საკონტაქტო…

„ინვიტა” – ევროპული გამოცდილების გუნდი, ევროპული სტანდარტების აპარატურით

სტუდენტობის პერიოდის ახდენილი ოცნება, შეიძლება ასეც ეწოდოს სამედიცინო ცენტრ„ინვიტას“, რომლის დამფუძნებლის, ექიმ გინეკოლოგის ქეთევან შენგელაიას უდიდესი სურვილი და მიზნისკენ სწრაფვა არასოდეს განელებულა. უცხოეთში მიღებული…

გემოვნებიანი, ორიგინალური და ხარისხიანი ტყავის აქსესუარები „TN Handmade“ – სგან

ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია TN HANDMADE ქალის აქსესუარების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომელიც დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის ორიგინალური დიზაინითა და ხარისხიანი ტყავით მზადდება. „TN Handmade“…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!