რეგიონებიRSS კატეგორიაკახეთი

წილკანში ლოკოკინების გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა 

0
გაზიარება

წილკანში უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ლოკოკინების გადამმუშავებელი საწარმო TIMEO ამოქმედდა.

bm.ge-სთან TIMEO-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საწარმომ სატესტო რეჟიმით დაიწყო მუშაობა და მოსახლეობისგან 400 000 ლარის ღირებულების 300 ტონა ველური ლოკოკინა ჩაიბარა.

მისივე თქმით, მიზანი წელიწადში 1000 ტონა ველური ლოკოკინის გადამუშავებაა, წელს კი გეგმაში 400 ტონამდე ასვლაა. აღსანიშნავია, რომ კომპანია საბოლოოდ ორ პროდუქტს: გაყინულ ხორცსა და სტერილიზებულ ნიჟარებს მიიღებს, რომლებიც კომპანიის პარტნიორებთან გაიგზავნება, შემდგომ კი ისინი პროდუქციას თავიანთი ბრენდის ქვეშ გაყიდიან.

„ჯერჯერობით სატესტო რეჟიმით დავიწყეთ მუშაობა. შემდეგი კვირიდან უკვე სრული დატვირთვით ვიმუშავებთ. ამ პერიოდის განმავლობაში 300 ტონა უკვე ჩავიბარეთ, ანუ მოსახლეობისგან დაახლოებით 400 000 ლარის ველური ლოკოკინა ვიყიდეთ. კილოგრამს 1.30 ლარად ვიბარებთ. ინტერესი ძალიან მაღალია, პროდუქტს დიდი აქტიურობით აბარებენ. რაც შეეხება გასაღების ბაზრებს, ექსპორტის მიმართულებით ხელშეკრულებებს უკვე ვაფორმებთ, დეტალებს მოგვიანებით გავაჟღერებთ,“ – აცხადებს TIMEO-ს გენერალური დირექტორი.

მსგავსი სიახლეები

2 ივნისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დღეისათვის 2,6396 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0424 ლარით გაუფასურდა. ევრო : 2, 8287 ლარი აშშ…

Art Life Studio – საუკეთესო ადგილი თქვენი შვილების განვითარებისათვის!

Art Life Stuio - ში თქვენი შვილები ქართულ ხალხურ სიმღერებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას პროფესიონალი გუნდის მეშვეობით შეისწავლიან მისამართი : ქ. რუსთავი, მეგობრობის ქუჩა 9 (ფოსტის შენობა მესამე სართული) საკონტაქტო…

გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ

გარკვეული ჯიშის ძაღლების ყოლას მხოლოდ 25 წლის ასაკიდან, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პირები შეძლებენ შესაძლოა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს აღნიშნული ჩანაწარი,  თუმცა ამ ეტაპზე…

Vineyard Hotel & Winery -,,სახლურ” სტილში შექმნილი საუკეთესო განტვირთვის შესაძლებლობა

,,სახლური” სტილში გადაწყვეტილი, მშვიდი, ბუნებასთან ჰარმონიული გარემო და გამორჩეული სტუმარმასპინძლობა Vineyard Hotel & Winery განსაკუთრებულს და მიმზიდველს ხდის, ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის. თელავის რაიონ სოფელ…

საქართველოდან სანელებლების ექსპორტის ღირებულებამ 12.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია

საქართველოდან სანელებლების ექსპორტი, ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტის ღირებულებამ 12.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!