აჭარაბიზნესიგანათლებაიმერეთიკახეთიპარტნირები

UNIKO – მიიღე უნივერსალური ცოდნა

0
გაზიარება

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO-ს  23 წლიანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო სფეროში. კონკურენტუნარიანი, წამყვანი სასწავლო ცენტრი საგანმანათლებლო სწავლებას დედაქალაქის გარდა ახორციელებს  ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში და თელავში.

ინოვაციური  მეთოდების და თეორიული მასალის  გარდა, მსმენელები ადგილზე გადიან პრაქტიკულ სამუშაოებს, რაც მეტად სრულყოფილს ხდის მიღებულ ცოდნას.  სასწავლო პროგრამებს უძღვებიან  მაღალი კვალიფიკაციის და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO-ს მრავალწლიანი, წარმატებული სასწავლებლის  სახელი მისი დამფუძნებლისა და დირექტორის მზია მამაგულაშვილის თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომელიც ზრუნავს კურსდამთავრებულთა უკეთესი მომავლისთვის.

მზია მამაგულაშვილი პედაგოგების ოჯახში გაიზარდა.  მშობლებმა თავიდანვე შთააგონეს ღირებულებები რაც ნამდვილ პედაგოგს უნდა გააჩნდეს. ამასთან,  პროფესიონალიზმის, კომუნიკაბელურობისა და ყველა იმ დადებითი თვისების გამო რაც ქალბატონ მზიას გააჩნია,   სტუდენტები არამხოლოდ პედაგოგს, არამედ როგორც მეგობარს ისე აღიქვამენ.

„22 წლის ასაკში დავაფუძნე უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO. ყველაფერში ჩემი გული და სული დევს. ყველაფერი ჩემი შრომით შექმნილია. მაქვს განსხვავებული მიდგომები და მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი იყოს იდეალურად. პედაგოგების შერჩევა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რადგანაც მათ ვანდობთ ჩვენს მსმენელებს. პედაგოგებს დიპლომის რაოდენობის მიხედვით არ ვირჩევთ. მთავარია, გააჩნდეს უნარ-ჩვევები, რომელიც  პედაგოგს სჭირდება. უნდა შეეძლოს სტუდენტებთან კომუნიკაცია და გადმოცემის უნარი.

პედაგოგობა უმნიშვნელოვანესი პროცესია, ხშირად უჭირთ ამის გაანალიზება. მოდიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ნებისმიერი ასაკის ადამიანები და ეშინიათ სიახლეების, ეშინიათ შეძლებენ თუ არა მასალის ათვისებას. ეშინიათ პედაგოგების დამოკიდებულების და კითხვის დასმის… ჩემს კოლეგებთან ერთად ვცდილობთ მათ  ეს წარმოდგენა შევუცვალოთ. ვესაუბრები ისე, რომ საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდეთ. ეს პედაგოგობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.“

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO-ს  საიდუმლო, პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად  შედგენილ,  ინდივიდუალურ და ასევე ჯგუფურ სწავლების მოდელზეა შედგენილი, რაც პროფესიული ცოდნის მიღებაში და დაოსტატებაში უწყობს ხელს. გარდა საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატებისა, სასწავლო ცენტრი ზრუნავს კურსდამთავრებულების სამომავლო კარიერაზე, დასაქმებაზე და გამოცდილების მიღებაზე..

მზია მამაგულაშვილს მიაჩნია, რომ თეორიული ცოდნა,  პრაქტიკული ცოდნის გარეშე არაეფექტურია. უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO  პარტნიორ კომპანიებთან ერთად ხელს უწყობს კურსდამთავრებულების შემდგომ დასაქმებას.

„ძალიან მაბედნიერებს და მიხარია, როდესაც შევდივარ აფთიაქში, ბანკში, ტურისტულ კომპანიებში, სამედიცინო დაწესებულებაში, ბუღალტრულ კომპანიებში და მხვდებიან ჩვენი კურსდამთავრებულები. ყველაზე ბედნიერი ვარ, როდესაც მოდიან და მეუბნებიან, რომ ჩემი და UNIKO-ს დახმარებით მათი ცხოვრება სწორად წარიმართა, რომ ჩვენი დახმარებით მათ დღეს აქვთ პროფესია, რომელიც უყვართ და აკეთებენ საქმეს, რომელიც მოსწონთ. არც კი ვიცი ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს.“

No photo description available.

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO-ში შეგიძლიათ ისწავლოთ და დაეუფლოთ ისეთ პროფესიებს, როგორიცაა: ბუღალტერია, ფარმაცია, კომპიუტერული პროგრამირება, ტურიზმის მენეჯმენტი, ჯანდაცვის მენეჯმენტი, კულინარია, კონდიტერია, საბანკო საქმე, ვებ-პროგრამირება, ვიზაჟი, ხელოვნება, ჭრა-კერვა, მოდელირება, დიზაინი, ასევე, სასწავლებელი აბიტურიენტებსა და უცხო ენებით დაინტერესებულ პირებს სთავზობს უნიკალურ კურსებს, რომლის მსგავსი საქართველოს მასშტაბით რთულად მოსაძებნია. აკადემია UNIKO გთავაზობთ პროფესიონალურ კურსებს ბიზნეს-ინგლისურში. შესაძლებლობას გაძლევთ  უახლესი ლიტერატურისა და მეთოდების გამოყენებით დაეუფლოთ პროფესიას და აიმაღლოთ ცოდნის დონე. მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ERASMUS-ის გაცვლით პროგრამებში.

აკადემია UNIKO-  უცხოელებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ტრენინგი შეისწავლონ ინგლისურ ენაზე და ასევე შეისწავლონ ქართული ენა.

აკადემიაში გთავაზობთ ფრანგული ენის შემსწავლელ კურსებს, DELF და TCF პროგრამაში მომზადებას. კურსი გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის, მათ შორის აბიტურიენტებისთვისაც. პროფესიონალი პედაგოგები კომფორტულ გარემოში იზრუნებენ თქვენს მაღალ კვალიფიკაციაზე.

ფრანგული ენის კურსის გავლით მოგეცემათ შესაძლებლობა: გაიუმჯობესოთ ცოდნის დონე;  ისაუბროთ ფრანგულ ენაზე; გააგრძელოთ სწავლა უცხოეთში; გაიზარდოთ, როგორც პროფესიონალი; იპოვოთ სასურველი საქმიანობა; გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

სასწავლო და პროფესიული კურსების გარდა უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO – დირექტორი და სულის ჩამდგმელი მზია მამაგულაშვილი თავის  გუნდთან  ერთად ხშირად აწყობს საქველმოქმედო და ცნობიერების ასამღლებელ ღონისძიებებს. ხელოვნების მოყვარულთა და კურსდამთავრებულთათვის ეწყობა გამოფენები. ხშირად იმართება მასტერკლასები სხვადასხვა მიმართულებით, რაშიც მსმენელების გარდა მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მსგავსი ღონისძიებების დახმარებით მზია მამაგულაშვილი მისი წარმატებული გუნდის დახმარებით ზრუნავს ყველა ადამიანზე, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ცოდნისა და შესაძლებლობებისა.

მსგავსი სიახლეები

Kettari Academy – კრეატიული ინდუსტრიის პროფესიონალებს სთავაზობს სპეციალიზებულ ტრენინგებსა და კურსებს

კეტარი აკადემია საინვესტიციო ფონდი კეტარის ქოლგის ქვეშ არსებული ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა, რომელიც შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს და ამ სექტორში დასაქმების მსურველებს სპეციალიზებულ ტრენინგებსა და კურსებს…

ასტრომანი – პირველი ასტრომაღაზია საქართველოში, რომელიც სპეციალიზებულია კოსმოსით შთაგონებული პროდუქციით

ონლაინ და რეალურ მაღაზიაშიც შეხვდებით ისეთ ნივთებს, როგორიცაა: ტელესკოპები, პლანეტების სანათები, პროექტორები, ჭაღები, საბავშვო სათამაშოები, სასკოლო ნივთები, დეკორატიული სადგამები, აქსესუარები და სხვ. ორიგინალური პროდუქციის…

ANOVA – კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება, როგორც ბაზრის კვლევების, ასევე, სოციალური კვლევის მიმართულებით

თანამედროვე სამყაროში, სადაც წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება კაპიტალის ბაზარი, ბიზნეს სექტორი და მასთან ასოცირებული სფეროები, სულ უფრო მეტად გადამწყვეტი და ფუნდამენტური მნიშვნელობის ხდება მონაცემებზე დაფუძნებული…

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!