დღის სიახლეებისიახლეები

1-ლი აპრილიდან თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება

0
გაზიარება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას 1-ელი მარტიდან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებენ.

„განვათავსებთ ჯიხურებს, სადაც ჩვენი კვალიფიციური, გადამზადებული თანამშრომლები დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების რეგისტრაციაში. ჯიხურები დროებით განთავსდება წერეთლის გამზირის N118-ში, N116-ში, N76-ში, N48-ში, ასევე N12ა-ს მიმდებარედ, წყალტუბოს ქუჩის N10-ში და ტრანსპორტის ქუჩის მიმდებარედ. ერთთვიანი ვადა აქვს ადგილობრივ მოსახლეობას იმისთვის, რომ დარეგისტრირდეს. 1-ელი აპრილიდან კი აღნიშნულ ქუჩებზე, როგორც მოგახსენეთ, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ზონალურ-საათობრივი პარკირების წესები კიდევ ერთხელ განმარტა.

„სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, უმნიშვნელოვანეს რეფორმას ვახორციელებთ. ერთ-ერთია ზონალურ-საათობრივ პარკირება, რომლის ამოქმედებაც ქალაქის სხვადასხვა რაიონში, უბანსა და ქუჩაზე ეტაპობრივად იგეგმება. ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებმა აუცილებლად უნდა დაარეგისტრირონ თავიანთ საკუთრებაში არსებული ავტომობილები, რადგან ბევრია შემთხვევა, რომ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ საცხოვრებელთან მანქანა გააჩერონ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და „A” კატეგორიის ტაქსებისთვის. სხვა შემთხვევაში, ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს 1 საათი – 1 ლარს. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წერეთლის გამზირის გარდა, დიდუბის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება შემდეგ ქუჩებზე: ალიო მირცხულავას ქუჩა; წყალტუბოს ქუჩა; სამტრედიის ქუჩა; ბაქრაძის ქუჩა; ხოშარაულის ქუჩა; არჩილ კერესელიძის ქუჩა; რაჟდენ გვეტაძის ქუჩა; ქუთაისის ქუჩა; ფოთის ქუჩა; ბათუმის ქუჩა; შოთა იამანიძის ქუჩა; არჩილ ქურდიანის ქუჩა; სლავა მეტრეველის ქუჩა; ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა; დავით ყიფიანის ქუჩა; თევდორე მღვდლის ქუჩა; თემურ ფიფიას ქუჩა; იროდიონ ევდოშვილის ქუჩა; სოხუმის ქუჩა; ზუგდიდის ქუჩა; ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა; გორის ქუჩა; ბათუმის შესახვევი; გორის შესახვევი; ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩა; სპირიდონ კედიას ქუჩა; ვანის ქუჩა; სტანისლავსკის ქუჩა; თ. ერისთავის ქუჩა; ტრანსპორტის ქუჩა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!