დღის სიახლეებისიახლეები

10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ოსკაროსანი ფილმი

0
გაზიარება

კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია “ოსკარზე” ყოველწლიურად წარადგენს კინოინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ ფილმებს.ოსკარის გამარჯვებული ფილმები მილიონებს და მილიარდებსაც კი გამოიმუშავებენ.

  1. ჩემი მშვენიერი ლედი (My Fair Lady 1964) – 549 მილიონი დოლარი

რეჟისორი ჯორჯ კუკორის მიერ გადაღებული ფილმი – “ჩემი მშვენიერი ლედი“, არის თითქმის სამსაათიანი მიუზიკლი, რომელიც დაფუძნებულია ტრადიციულ ბერძნულ მითზე მოქანდაკის შესახებ, რომელსაც მის მიერ შექმნილი ქანდაკება შეუყვარდება.

ათწლეულების შემდეგაც კი, ფილმი რჩება ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ და გასართობ რომანტიკულ ზღაპრად, რაც კი ოდესმე გადაიღეს. 1960-იან წლებში საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულმა სალაროებში 549 469 026 დოლარი გამოიმუშავა.

  1. ბეჭდების მბრძანებელი (The Lord Of The Rings: The Return Of The King 2003) – 563 მილიონი დოლარი

პიტერ ჯექსონის მიერ გადაღებულ ფანტასტიკურ/სათავგადასავლო ფილმს მთელი მსოფლიო და თითქმის ყველა თაობა იცნობს. imdb-ზე მისი რეიტინგი 8.9/10-ს შეადგენს.

2003 წელს, ეკრანებზე გამოსვლისას ფილმმა 500 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და რაც მთავარია, მილიონობით დოლარის გამომუშავებას დღესაც აგრძელებს.

  1. 80 დღე სოფლიოს გარშემო (Around The World In 80 Days- 1956) – 591 მილიონი დოლარი

ჟიულ ვერნის კლასიკური რომანის ამ იუმორისტულ ვერსიაში, ინგლისელი, სახელად ფილეას ფოგი, დებს ფსონს, რომ მას შეუძლია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ოთხმოცი დღეში.

  1. ფორესტ გამპი (Forrest Gump -1994) – 719 მილიონი დოლარი

ფორესტ გამპი 1994 წელს, რეჟისორ რობერტ ზემეკისისა და სცენარის ავტორის – ერიკ როთის მიერ გადაღებული ამერიკული დრამაა.

იგი დაფუძნებულია უინსტონ გრუმის ამავე სახელწოდების 1986 წლის რომანზე და მთავარ როლებს ასრულებენ ტომ ჰენქსი, რობინ რაიტი, გარი სინისი, მიკელტი უილიამსონი და სალი ფილდი. ფილმი მოგვითხრობს ნელი გონების და გულკეთილი ალაბამელი კაცის, სახელად ფორესტ გამპის ცხოვრების რამდენიმე ათწლეულს და მის გამოცდილებას მე-20 საუკუნის შეერთებულ შტატებში. აღსანიშნავია, რომ ფილმი არსებითად განსხვავდება რომანისგან.

  1. ნათლიმამა (The Godfather -1972) – 722 მილიონი დოლარი

ძნელია ნათლიმამაზე ისეთი რამის თქმა, რაც ჯერ არ არის ნათქვამი. ალ პაჩინოს ფილმმა გლობალურად 722 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ფილმი აქტუალურობას არ კარგავს და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ნამუშევარია.

  1. სტინგი (The Sting -1973) – 815 მილიონი დოლარი

სტინგი არის ფილმი ქურდზე და გამოცდილ თაღლითზე, რომელიც დაუნდობელ კრიმინალ ბოსზე შურისძიებას გადაწყვეტს.

კინოს ორი ლეგენდარული მსახიობის: პოლ ნიუმენისა და რობერტ რედფორდის მონაწილეობით გადაღებული სცენები ნამდვილი შედევრია.

სალაროებში მან 815 508 963 დოლარი გამოიმუშავა.

  1. ბენ-ჰური (Ben-Hur – 1959) – 896 მილიონი დოლარი

რეჟისორ უილიამ უაილერის სათავგადასავლო დრამა 3 საათზე მეტხანს გრძელდება.

ეს არის ისტორია პრინცზე, რომელიც გაიგებს, რომ მისი ბავშვობის მეგობარი მესალა დაასახელეს იერუსალიმის რომაული გარნიზონის მეთაურად. ბენ ჰური მალევე აღმოაჩენს, რომ მისი მეგობარი შეიცვალა და ამპარტავანი დამპყრობელი გახდა.

  1. ტიტანიკი (Titanic – 1997) – 1.24 მილიარდი დოლარი

ჯეიმს კამერონის ტიტანიკი რომანტიკული დრამაა, სადაც ახალგაზრდა არისტოკრატ გოგონას შეუყვარდება ღარიბი მხატვარი. ფილმს ტრაგიკული დასასრული აქვს.

ტიტანიკი ეპოქის ნამდვილი აღმოჩენა გახდა, მან სალაროებში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

  1. მუსიკის ხმა (The Sound Of Music – 1965) – 1.3 მილიარდი დოლარი

The Sound of Music არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მიუზიკლი ძველი ჰოლივუდიდან.

The Sound of Music-ის შემოსავალი – 1 303 502 105 მიუთითებს, რომ ის გამოშვების დღიდან ნამდვილი მსოფლიო ჰიტია.

  1. ქარწაღებულნი (Gone With The Wind – 1939) – 1,8 მილიარდი დოლარი

“ქარწაღებულნი“ არის ოთხსაათიანი დრამა პლანტაციის მფლობელის ქალიშვილზე და მის მშფოთვარე ურთიერთობაზე მომხიბვლელ ავაზაკთან.

80 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი, ფილმი ფულის გამომუშავებას განაგრძობს. ის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!