დღის სიახლეებისიახლეები

24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩები სისტემატურად მოირეცხება

0
გაზიარება

თბილისის ქუჩები სისტემატურად მოირეცხება. ინფორმაცია ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “ფეისბუქზე“ ვიდეო ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით საჭიროების შემთხვევაში, იმისთვის, რომ ბევრი ქუჩა მოირეცხოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანებსაც გამოიყენებენ.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალ პროექტზე. პროექტი გულისხმობს ქალაქში დასუფთავების სამუშაოებს. ორშაბათიდან კარგი ამინდია და შეგვიძლია დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოების წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას და დასუფთავებას, ამას სისტემატური ხასიათი უნდა მიეცეს. ზაფხულის ცხელ დღეებში მნიშვნელოვანია ქუჩები ირწყვებოდეს და სუფთავდებოდეს. ყველაფერი მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა იყოს – საავტომობილო გზები, ტროტუარები.

მინდა ანდრია ბასილაიას {მერის მოადგილე} დავავალო ამ პროექტის განხორციელება. თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეგვიძლია ვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგვეხმარება, გამოიყენეთ სახანძრო მანქანები იმისთვის, რომ ბევრ ქუჩაზე მოვახერხოთ შესვლა და დასუფთავების სამუშაოების წარმოება. ისე მოამზადეთ პროექტი, რომ 24 აპრილიდან დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება“,- განაცხადა კალაძე.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია განმარტავს, რომ პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში განხორციელდება და ყოველდღე 100-ზე მეტი ქუჩა მოირეცხება. სამუშაოებით 00:00 საათიდან 07:30 საათამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგი – მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით

Henley and Partners ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგს, სადაც ასახელებს 50 ქალაქს იქ მცხოვრები მილიონერების და მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. მდიდარი ქალაქების სია: 1. ნიუ-იორკში 60…

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარს მიიღებს

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს, ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად…

ადგილობრივი ექსპორტი 18.3%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 805.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2024…

EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი სუბსიდირების ფარგლებში 195 ევრო, ხოლო ორი ფრენის ფასი 390 ევრო იქნება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე განცხადებით, ევროპის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ფრენებზე სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ბილეთები კვირის ბოლომდე შესაბამის პლატფორმაზე განთავსდება. ერთი ფრენის ფასი სუბსიდირების…

იანვარ-აპრილში ექსპორტი 10.1% შემცირდა, ხოლო იმპორტი 0.3%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.563 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!