ფინანსებიRSS კატეგორიადღის სიახლეებიმთავარიმთავარი ამბები

ეროვნულ ბანკსა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0
გაზიარება

მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებში ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას (SMEDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გრიგოლ ფაიქიძემ მოაწერეს.

ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კუთხით სებ-ის ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტივობა ხორციელდება.

„მეწარმეების ფინანსურ განათლებას, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის“ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განათლების 2021 წლის საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მეწარმეების ფინანსური განათლების დონე გამოკითხვაში მონაწილე სხვა ქვეყნებთან შედარებით საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. ეროვნული ბანკი და ფინედუ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობს. SMEDA-სთან გაფორმებული მემორანდუმიც ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა. ფინანსური განათლების ამაღლება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ეფექტიანობისთვის ბევრი ჩართული მხარე, დრო, შრომა და ძალისხმევა სჭირდება”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. თემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან საჭირო დროს და საჭირო მოცულობით დაფინანსების მოძიება ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ვფიქრობ, “მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციასა” და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმი სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის საფუძველი გახდება და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში შევძლებთ ისეთი ერთობლივი საინფორმაციო თუ სხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს პრაქტიკულ სარგებელს მოუტანს”, – განაცხადა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გრიგოლ ფაიქიძემ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!