აქსესუარებიბიზნესიდიზაინისტარტაპებიქართული წარმოება

ბარბარე გალდავა : კარაველა ქმნის პროდუქციას ბავშვების განვითარებასა და ბედნიერებისთვის

0
გაზიარება

თამაშ-თამაშით შექმნილი სტარტაპი დიდი მომავლით, – 36 წლის ბარბარე გალდავამ საკუთარი შვილების გასართობად შექმნილი კარავი ბიზნეს იდეად აქცია და ბავშვობა სხვა პატარებსაც გაუმრავალფეროვნა.

«კარაველას» ისტორია 2017 წლის ზაფხულიდან იწყება, როდესაც ბარბარემ შვილებისთვის ძველი ფარდებისგან და საბავშვო თეთრეულისგან კარავი ააწყო.

«ერთ საღამოს ჩემს შვილებს ძველი ფარდისგან და საბავშვო თეთრეულისგან „შტაბი“ მოვუწყვე და სახლი თავად ავუშენე. კარავი ბავშვებს იმდენად მოეწონათ, რომ გამიჩნდა იდეა ეს საქმე საკუთარ მთავარ საქმიანობად მექცია და სხვა ბავშვებიც გამეხარებინა. «ჰყვება ბარბარე Geobusinessnews-თან საუბრის დროს.

სახლში აწყობილ კარავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა, რამაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა ბარბარეს. პროფესიულ კოლეჯში ჩაბარებით კი კერვა კიდევ უფრო მაღალ დონეზე შეისწავლა და კარვებთან ერთად დაიწყო საქანელების, წინსაფრების, ჩანთების, ხალიჩებისა და საბავშვო საბნების კერვა. «კარაველა» არის პირველი ეკომეგობრული ქართული ბრენდი, რომელიც მსგავსი სახის პროდუქციას აწარმოებს.

ბავშვებისთვის საყვარელ ბრენდს სახელი «კარაველა» ბარბარეს მეუღლემ შეურჩია.

« ჩემი მეუღლე ყოველთვის გამოირჩეოდა კრეატიული აზროვნებით და მირჩია, რომ სიტყვა „კარაველა“ ადამიანებს ადვილად დაამახსოვრდებოდათ, რაც ყველა ბიზნესისთვის სასურველია. ჩავთვალეთ, რომ რადგან ჩვენი ბრენდი ბავშვებს ეძღვნებათ, კარვის „მოფერებითი“ სახელი საინტერესო გადაწყვეტა იქნებოდა. «

No photo description available.

«კარაველას» პროდუქცია ორი ტიპის ქსოვილისგან შედგება : 100 % ბამბისაგან, რომელიც საბავშვრო თეთრეულისთვის გამოიყენება და ტილოსგან. კარავს კომპლექტში მოჰყვება 1 რბილი ლეიბი, 2 ბალიში და დროშები დეკორაციისთვის. კარავი მარტივად იშლება და ყველგან წაღებაა შესაძლებელი. სენსორული საქანელა მზადდება სტანდარტული და დინოზავრის ფორმით, რომლის ჩამოკიდებაც ყველგან არის შესაძლებელი, როგორც ოთახში, ისე აივანზე, ეზოში ან ტყეში ნებისმიერ ხეზე. ბავშვების სათამაშო სივრცეს სრულყოფილ სახეს აძლევს მანტიები და წინსაფრები, რომელიც მათი გემოვნებით იქმნება. «კარაველა» საბავშვო ოთახის დეტალებზეც მუშაობს. ქმნის წამოსაწოლ/წამოსაჯდომ ხალიჩებს, სადაც ბავშვები სათამაშოებს ალაგებენ.

თითოეული პროდუქცია ბავშვების განვითარებისთვის და ბედნიერებისათვის იქმნება, რომლის შეძენა შესაძლებელია Facebook და Instagram გვერდებიდან და «კარაველას» სახელოსნოში.

პროდუქციის მრავალფეროვნებისა და მაღალი ხარისხის მიუხედავად «კარაველას» გუნდი 5 თანამშრომლისგან შედგება და მუდმივად ორიენტირებულნი არიან განვითარდნენ, გამრავალფეროვნდნენ და შემოიტანონ სიახლეები ყველა ოჯახში. «კარაველას» სამომავლო გეგმებს ქართველ ბავშვებთან ერთად საქართველოს საზღვრებს გარეთ პროდუქციის გატანა და მსოფლიოს ბავშვების ბედნიერებაზე ზრუნვა წარმოადგენს.

 

 

სტატიის ავტორი :  მარიამ დარბაიძე

მსგავსი სიახლეები

ბინების ფასი 5%-ით მოიმატებს – „არსი“

სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის განცხადებით 2022 წლის ბოლომდე ბინების ფასები კიდევ 5%-ით გაიზრდება.  ამ დროისთვის უძრავი ქონების ღირებულება 20-25%-ით უკვე გაძვირებულია ლოკაციების მიხედვით.…

Business Insider: ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა

საერთაშორისო გამოცემა Business Insider-ი საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე სტატიას ავრცელებს და ხაზს უსვამს იმ უპირატესობებს, რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს. სტატიაში, რომლის სათაურია - „რატომ…

ოქტომბრიდან რუსეთი ზეთის ექსპორტზე გადასახადს ანულებს

რუსეთში მზესუმზირის ზეთისა და შროტის საექსპორტო გადასახადი ოქტომბერში ნულოვანი იქნება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი. ამჟამად ზეთზე გადასახადი ტონაზე 8 621,3 რუბლს (148…

სეულში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ქართული ღვინისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას 140 სტუმარი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ მეღვინეობის დარგის ადგილობრივი…

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 29%-ით შემცირდა

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 66,7 მლნ აშშ დოლარის მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 92,5 მლნ აშშ დოლარის ტონა წყალი. ეს რამდენიმე ქვეყნის ჩამონათვალია, სადაც საქართველომ წყლები…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!