აქსესუარებიბიზნესიდიზაინისტარტაპებიქართული წარმოება

ბარბარე გალდავა : კარაველა ქმნის პროდუქციას ბავშვების განვითარებასა და ბედნიერებისთვის

0
გაზიარება

თამაშ-თამაშით შექმნილი სტარტაპი დიდი მომავლით, – 36 წლის ბარბარე გალდავამ საკუთარი შვილების გასართობად შექმნილი კარავი ბიზნეს იდეად აქცია და ბავშვობა სხვა პატარებსაც გაუმრავალფეროვნა.

«კარაველას» ისტორია 2017 წლის ზაფხულიდან იწყება, როდესაც ბარბარემ შვილებისთვის ძველი ფარდებისგან და საბავშვო თეთრეულისგან კარავი ააწყო.

«ერთ საღამოს ჩემს შვილებს ძველი ფარდისგან და საბავშვო თეთრეულისგან „შტაბი“ მოვუწყვე და სახლი თავად ავუშენე. კარავი ბავშვებს იმდენად მოეწონათ, რომ გამიჩნდა იდეა ეს საქმე საკუთარ მთავარ საქმიანობად მექცია და სხვა ბავშვებიც გამეხარებინა. «ჰყვება ბარბარე Geobusinessnews-თან საუბრის დროს.

სახლში აწყობილ კარავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა, რამაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა ბარბარეს. პროფესიულ კოლეჯში ჩაბარებით კი კერვა კიდევ უფრო მაღალ დონეზე შეისწავლა და კარვებთან ერთად დაიწყო საქანელების, წინსაფრების, ჩანთების, ხალიჩებისა და საბავშვო საბნების კერვა. «კარაველა» არის პირველი ეკომეგობრული ქართული ბრენდი, რომელიც მსგავსი სახის პროდუქციას აწარმოებს.

ბავშვებისთვის საყვარელ ბრენდს სახელი «კარაველა» ბარბარეს მეუღლემ შეურჩია.

« ჩემი მეუღლე ყოველთვის გამოირჩეოდა კრეატიული აზროვნებით და მირჩია, რომ სიტყვა „კარაველა“ ადამიანებს ადვილად დაამახსოვრდებოდათ, რაც ყველა ბიზნესისთვის სასურველია. ჩავთვალეთ, რომ რადგან ჩვენი ბრენდი ბავშვებს ეძღვნებათ, კარვის „მოფერებითი“ სახელი საინტერესო გადაწყვეტა იქნებოდა. «

 

«კარაველას» პროდუქცია ორი ტიპის ქსოვილისგან შედგება : 100 % ბამბისაგან, რომელიც საბავშვრო თეთრეულისთვის გამოიყენება და ტილოსგან. კარავს კომპლექტში მოჰყვება 1 რბილი ლეიბი, 2 ბალიში და დროშები დეკორაციისთვის. კარავი მარტივად იშლება და ყველგან წაღებაა შესაძლებელი. სენსორული საქანელა მზადდება სტანდარტული და დინოზავრის ფორმით, რომლის ჩამოკიდებაც ყველგან არის შესაძლებელი, როგორც ოთახში, ისე აივანზე, ეზოში ან ტყეში ნებისმიერ ხეზე. ბავშვების სათამაშო სივრცეს სრულყოფილ სახეს აძლევს მანტიები და წინსაფრები, რომელიც მათი გემოვნებით იქმნება. «კარაველა» საბავშვო ოთახის დეტალებზეც მუშაობს. ქმნის წამოსაწოლ/წამოსაჯდომ ხალიჩებს, სადაც ბავშვები სათამაშოებს ალაგებენ.

თითოეული პროდუქცია ბავშვების განვითარებისთვის და ბედნიერებისათვის იქმნება, რომლის შეძენა შესაძლებელია Facebook და Instagram გვერდებიდან და «კარაველას» სახელოსნოში.

პროდუქციის მრავალფეროვნებისა და მაღალი ხარისხის მიუხედავად «კარაველას» გუნდი 5 თანამშრომლისგან შედგება და მუდმივად ორიენტირებულნი არიან განვითარდნენ, გამრავალფეროვნდნენ და შემოიტანონ სიახლეები ყველა ოჯახში. «კარაველას» სამომავლო გეგმებს ქართველ ბავშვებთან ერთად საქართველოს საზღვრებს გარეთ პროდუქციის გატანა და მსოფლიოს ბავშვების ბედნიერებაზე ზრუნვა წარმოადგენს.

 

 

სტატიის ავტორი :  მარიამ დარბაიძე

მსგავსი სიახლეები

SGBA Business meeting 2024-ის სპონსორია, ბრენდი – Soteri

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 2 თებერვალს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2024 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების…

SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია რესტორანი – ცირკი

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის: ✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და…

ისტორიულ შენობაში მდებარე სასტუმრო “ჯორჯია გოლდი” – მყუდრო და სასიამოვნო გარემო თქვენი დასვენებისთვის

2020 წელს ქ. გორში, შეიქმნა სივრცე, რომელიც სასტუმროს, ულამაზესი კაფე-ბარსა და სპორტული სტანდარტების შესაბამის, ქალაქში ყველაზე დიდ საცურაო აუზს აერთიანებს. სასტუმრო ,,ჯორჯია გოლდი’’ ისტორიული შენობაში მდებარეობს, სადაც…

ქართული კერამიკა – წარმოგიდგენთ ორიგინალური სასაჩუქრე ყუთებით ქართული სუვენირების საუკეთესო ნაკრებს

2018 წლიდან ქართულ ბაზარზე გამოჩნდა სასაჩუქრე ყუთები, რომელმაც თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე პოპულარობა მარტივად მოიპოვა.  „ქართული კერამიკის“ პროდუქცია წარმოდგენილია ორიგინალური სასაჩუქრე ყუთებით, რომელშიც თავმოყრილია…

შატო დე ვერე – საოცარი კერძები, განსაკუთრებული ინტერიერი და მრავალფეროვანი სივრცეები ერთ დიდ თავგადასავალს ქმნის

თბილისიდან რამდენიმე წუთში, კოჯრისკენ მიმავალ გზაზე, შინდისში გამორიცხულია თქვენი ყურადღება არ მიიქციოს განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე კომპლექსმა „შატო დე ვერემ“ ყველაფერი მარტივი გენიალურია… სწორედ ამ გამონათქვამს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!