ბიზნესიდღის სიახლეებიიმერეთიპარტნირებირეგიონები

ახალი ისტორიის დასაწყისი – ზიარი ბარი ახალ ლოკაციაზე გადავიდა

0
გაზიარება

„სალამი მეგობრებო,  4 თვის წინ ჩვენ შევქმენით ზიარი, ამ მცირე დროის განმავლობაში ბევრი დადებითი ემოცია გაზიარდა ჩვენს სივრცეში თქვენთან ერთად,რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით  თითოეულ თქვენგანს.

ჩვენი ყოველდღიურობა არ იყო მარტივი, მაგრამ თქვენ იყავით და ხართ  მთავარი ძალა და მოტივატორი ჩვენთვის. ჩვენ სხვა სივრცეში გადავდივართ. ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან რთულია, რადგან ამ კედლებში მთელი სული და გული გვაქვს ჩადებული, ეს ყველაფერი თქვენმა ნაწილმა უკვე იცის.ახლა კი დროა ეს ყველაფერი დავტოვოთ და შევქმნათ ახალი ისტორია ისევ თქვენთან ერთად „ – ვკითხულობთ Ziari Bar-ის ოფიციალურ გვერდზე.

 

როგორც უკვე მიხვდით ქუთაისის გამორჩეულმა და თქვენმა საყვარელმა ბარმა ლოკაცია შეიცვალა და ახლა უკვე რუსთაველის 6 ნომერში გიმასპინძლებთ. ადგილმდებარეობის შეცვლასთან ერთად შეიცვლება კონცეფციაც და სხვადასხვა მუსიკალური ბენდების დახმარებით იზრუნებენ თქვენი განწყობის ამაღლებაზე. ცვლილებების მიუხედავად, ზიარი ბარი კიდევ უფრო მეტ სიახლესა და გასართობს გპირდებათ.

ზიარი ბარი  მხოლოდ დადებით ემოციებს გაგიზიარებთ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!